ერთი დედის გამოცდილება ალბათ ყველა მშობელმა, ვისაც მოზარდი ჰყავს, იცის, რომ ზაფხულობით ყველაზე ძნელია ბავშვისთვის დაბადების დღის გადახდა. როგორც წესი, იმის გამო, რომ არდადეგებია და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გასულია ხოლმე ქალაქიდან, ამ დროს გასართობი ცენტრების დიდი ნაწილიც ისვენებს. თუმცა წელს ალბათ ბევრი შენიშნავდა, რომ ქალაქი ისე აღარ დაცლილა და თითქმის არც კი ეტყობა, რომ ზაფხულია. არც გზები განტვირთულა, არც ქუჩები და არც მაღაზიები.
ჩემი ძმა ივლისის ბოლოს არის დაბადებული და მახსოვს, ბავშვობაში სულ დარდობდა იმის გამო, რომ მის დაბადების დღეზე არავინ იყო ხოლმე ქალაქში - ხშირად ჩვენც გავდიოდით და პრაქტიკულად, ვერც ერთხელ ვერ აღნიშნა თანატოლებთან ეს დღესასწაული. ჩემი შვილიც ზაფხულშია დაბადებული და მეც ვღელავდი ხოლმე ამის გამო, მაგრამ ბოლო პერიოდში შევნიშნე, რომ არც ბავშვების მოგროვებაა ძნელი, არც ერთ სეზონზე, და მით უმეტეს, ხელსაყრელი ვარიანტის მოძებნაც შეიძლება ცენტრებს შორის. წარმოიდგინეთ, გაგანია ზაფხულშიც.
ცოტა ხნის წინ ჰქონდა ჩემს ბიჭს დაბადების დღე და მინდა, ჩემი გამოცდილება იმ დედებს გავუზიარო, ვისაც ასევე ზაფხულში ჰყავს გაჩენილი პატარა და არ იცის, როგორ გადაუხდის დაბადების დღეს. მე ძალიან გამიმართლა, რომ ეს ვარიანტი ვიპოვე და თქვენც გირჩევთ.
საქმე ის არის, რომ "ვენდისის" თბილისის და ქუთაისის ფილიალებში დაბადების დღის გადახდა ნებისმიერ დროს შეიძლება და თანაც, სასურველ სერვისს დიდი ფასდაკლებით იღებ, თუ "ჰოთსეილზე" ჯავშნი ვაუჩერს. 15-20 ბავშვზე 35%-იანი ფასდაკლება ცოტა არ არის - 15 ბავშვზე - 180 ლარი 259,25 ლარის ნაცვლად, 20 ბავშვზე - 220 ლარი 319 ლარის ნაცვლად. მეც ამ სერვისით ვისარგებლე და თავადაც კმაყოფილი დავრჩი, ჩემი შვილიც და მისი მეგობრებიც. თანაც, გასართობ პროგრამაში შედის დღესასწაულის მასპინძელი ყველასათვის საყვარელი ვენდი, მრავალფეროვანი, ბავშვის ასაკზე მორგებული გასართობი პროგრამა, სახეების მოხატვა, X-box და კარაოკე, უნიკალური სათამაშო ზონა, უახლესი სათამაშო აპარატებით და სასრიალო ლაბირინთით, დისნეის ანიმაციური გმირი არჩევით, სადღესასწაულო ტორტი (15 ბავშვიანი დაბადების დღის შემთვევაში 18 ნაჭრიანი ტორტი; 20 ბავშვიანი დაბადების დღის შემთვევაში 30 ნაჭრიანი ტორტი), ფოტო გადაღება (150 ფოტო და დისკზე ჩაწერა).

საბავშვო მენიუც მშვენიერია და თან ვიცი, რომ ადგილობრივი, ქართული ინგრედიენტებით მზადდება:
ჰამბურგერი ან ჩიზბურგერი ან ქათმის ნაგეთსი;
კარტოფილი ფრი;
გამაგრილებელი სასმელი არჩევით (კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი, ნატურალური წვენი ან წყალი);
სათამაშო ზონის გაორმაგებული ქულები 400 ქულა, 200 ქულის ნაცვლად!
ერთი სიტყვით, უკმაყოფილო არ დარჩებით. ძალიან კარგი ვარიანტია და ყველას გირჩევთ. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ბმულზე ნახოთ