პატარა თაგუნიები მზად არიან, დაამშვენონ ბავშვის სადღესასწაულო სუფრა 10-12 ცალი ბეზეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
4 ცალი კვერცხის ცილა
1 ჭიქა შაქარი
ნუში - 50გრ;
ქიშმიში - 30გრ;
ლიმონის ცედრა (გამხმარი კანი)
მომზადება:
ცილა ათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე,თანდათან დაამატეთ შაქარი. ბეზე უნდა გამოვიდეს ისეთი სიმკვრივის, რომ ჯამის გადმობრუნების შემთხვევაში შიგთავსი არ ჩამოიღვენთოს. საკონდიტრო შპრიცით ან კოვზით დასვით პატარა ბეზეები გამოსაცხობ ქაღალდზე. შედგით ღუმელში 2 საათით და გამოაცხვეთ 100-110 გრადუსზე. გამომცხვარი ბეზეები მორთეთ შემდეგნაირად: ნუში გაყავით შუაზე და ჩაარჭეთ ყურების ადგილას, თვალები და ცხვირი ქიშმიშით დაუმშვენეთ, ხოლო კუდი - ლიმონის ცედრით. სულ ეს არის. პატარა თაგუნიები მზად არიან, დაამშვენონ ბავშვის სადღესასწაულო სუფრა.