"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა - მშობლები

"ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლეს..." - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა

2018-09-27 09:30:47+04:00

ირაკ­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ექ­ვსი­დან ერთ-ერთი შვი­ლი და უფ­რო­სი ვაჟი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის ბიჭი, მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და...

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის უფ­რო­სი ვა­ჟის, ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის შე­სა­ხებ, ახალ­მა თა­ო­ბამ ნაკ­ლე­ბად იცის. ირაკ­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ექ­ვსი­დან ერთ-ერთი შვი­ლი და უფ­რო­სი ვაჟი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის ბიჭი, მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და... აფხა­ზე­თის ომმა იმ­სხვერ­პლა, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა 29 წლის ასაკ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლიტ­ველ­მა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა მოკ­ლა. "ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია და და­ნა­ნე­ბია, ასეთ სი­ლა­მა­ზეს რო­გორ უნდა ვეს­რო­ლოო, თუმ­ცა მერე გვი­თხრა: ამა­ში ხომ ფულს მიხ­დიდ­ნე­ნო… და უს­ვრია" - იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აფხა­ზი სნა­ი­პე­რი ქალი ეკა ახა­ლა­ია ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის სიკ­ვდი­ლის ამ­ბავს.

აფხა­ზე­თის ომის გმი­რის შე­სა­ხებ, AMBEBI.GE-ს მისი და ანი მე­ნაბ­დე ესა­უბ­რე­ბა:

- ირაკ­ლი ოჯახს 29 წლის ასაკ­ში გა­მო­აკ­ლდა. მა­შინ 17 წლის ვხდე­ბო­დი და ეს უდი­დე­სი სტრე­სი იყო ჩემ­თვის. ირაკ­ლი თა­ვი­დან­ვე მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რა­შიც ჩვე­ნი დე­დის მხა­რეს, ჩვენს ბა­ბუ­ას გე­ნე­რალ ადი­უ­ტანტ ნი­კო­ლოზ მხე­ი­ძეს ჰგავ­და. ლიტ­ვა­ში მი­ი­ღო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და. აფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ით ნახა რა ხდე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, მა­შინ გა­მო­ა­ცხა­დეს რომ ომში და­ი­ღუ­პა მისი მე­გო­ბა­რი ლე­ვან აბა­ში­ძეც, ეს რომ გა­ი­გო, იმ დღეს­ვე წა­ვი­და ომში საბ­რძოლ­ვე­ლად. გას­ვლის წინ დე­დას უკი­თხავს, არ გე­ში­ნი­აო, რა­ზეც თურ­მე უპა­სუ­ხა: "ომის ყვე­ლას ეში­ნია, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა ის არის, შიშს რომ აჯო­ბე­ბო". ირაკ­ლი ომში აფხა­ზებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ წა­სუ­ლა, ყვე­ლამ ვი­ცით, ეს რა ომიც იყო...

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- ჩვენ შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, ამი­ტომ ეს იგ­რძნო­ბო­და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. ერთხელ დაბ­რუნ­და აფხა­ზე­თი­დან და მე­ტეხ­ში წა­მიყ­ვა­ნა თა­ვის მე­გობ­რებ­თან, სა­დაც ვი­ცეკ­ვეთ, სხვა­ნა­ი­რი ირაკ­ლი იყო, ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და თუ მისი და ვი­ყა­ვი, ამი­ტომ მე­ო­რე დღეს მთე­ლი ქა­ლა­ქი ლა­პა­რა­კობ­და ირაკ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­სო. იმ პე­რი­ოდ­ში გა­თხო­ვე­ბას ვა­პი­რებ­დი და როცა მე­ო­რედ ბრუნ­დე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, მი­თხრა, იცო­დე რამე თუ მო­მი­ვა ქორ­წი­ლი არ გა­და­დოო. განაგრძეთ კითხვა