დროთა განმავლობაში ეს ნიშნები ძლიერდება და ცხოვრების ხარისხზეც მოქმედებს ორსულობა ქალის ცხოვრებაში დიდი სიხარულის საწინდარია, თუმცა მას და მოგვიანებით მშობიარობის შემდგომ პერიოდს ბევრი უხერხული პრობლემაც ახლავს. მათგან ყველაზე გავრცელებული და შემაწუხებელია ჰემოროი ე.წ. ბუასილი, რომელიც თითქმის ყოველ მეათე ორსულსა თუ მშობიარეს აღენიშნება. მიზეზი ორსულთათვის დამახასიათებელი სისტემატური შეკრულობა, ასევე გადიდებული საშვილოსნოს ჰემოროიდულ - ვენოზურ კვანძზე დაწოლაა. მშობიარობისას კი ბავშვის თავი აწვება ქსოვილებს. შედეგად არსებული კვანძები იზრდება, წითლდება და ღიზიანდება.
შესაძლოა, მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ჰემოროი არ გამოვლინდეს და არანაირი პრობლემა არ შეუქმნას ორსულს, სამაგიეროდ, მშობიარობას დაავადების მკვეთრი პროვოცირება შეუძლია. რაც უფრო გახანგრძლივდება მშობიარობის პროცესი, მით უფრო მაღალია ჰემოროის გამწვავების რისკი და მით უფრო გამოხატულია დაავადება. ამ დროს ქალს აწუხებს წვა, ქავილი, ტკივილები ანალური ხვრელის მიდამოებში. დროთა განმავლობაში ეს ნიშნები ძლიერდება და ცხოვრების ხარისხზეც მოქმედებს. მისი მკურნალობა კი ჰემოროის სტადიაზეა დამოკიდებული. პირველი და მეორე სტადია მალამოებით მკურნალობას ექვემდებარება. რაც უფრო ეფექტურ მალამოებს გამოიყენებთ, მით უფრო გარანტირებულად აიცილებთ თავიდან ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას, ჩაჭედვას და აქედან გამომდინარე, ოპერაციულ ჩარევას.
ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის ცოტა რთულია სამკურნალო საშუალების შერჩევა. ჰემოროის საწინააღმდეგო მალამოები ხომ ხანგრძლივი გამოყენებისთვის არ არის რეკომენდებული, ან შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სარისკოა ორსულებისთვის. ამიტომ აუცილებლად ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული მალამო უნდა შეარჩიოთ. ასეთია, მაგალითად ჰემოპროპინის მალამო, რომელიც დინდგელსა და გვირილის ექსტრაქტს შეიცავს და დამზადებულია ვაზელინისა და ლანოლინის ბაზაზე. ჰემოპროპინის მალამოში შემავალი გვირილის ექტრაქტი უზრუნველყოფს დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენას.
დინდგელს (პროპოლისი) აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, რომელიც ასევე წარმოადგენს ბუნებრივ კორსერვანტს და იცავს მალამოს გაფუჭებისგან.
მისი შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, სახლში მიტანით
მალამო ადგილობრივად წარმოქმნის დამცავ ფენას, ანუ ქმნის ბუნებრივ ბარიერს რექტალურ მიდამოსა და შეშუპებული ჰემოროიდული ქსოვილის გარშემო. წარმოქმნილი ფენა ხელს უწყობს დეფეკაციას, რითიც ამცირებს ჰემოროიდული დაავადების მთავარ სიმპტომების: წვის, ქავილის და ტკივილის ინტენსივობას. წარმოქმნილი დამცავი ფენა ხელს უშლის განავალსა და დაზიანებულ ლორწოვან გარსს შორის კონტაქტს. შემსუბუქებული დეფეკაციის პირობებში (ტკივილის და დაძაბვის გარეშე) ლორწოვანი გარსი სწრაფად აღდგება. დადასტურებულია მისი ხანგრძლივად გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება. როგორც ადგილობრივ, ბუნებრივ საშუალებას გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია, აქვს ლოკალური ეფექტი. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს შესაძლებელია მისი გამოყენება. პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს და კორტიკოსტეროიდებს.
ჰემოროის მწვავე პერიოდის სამკურნალოდ ჰემოპროპინის მალამო დაბანილ ანორექტალურ მიდამოში გამოიყენება 2-ჯერ, დილით და საღამოს. მოგვიანებით, როდესაც სიმპტომები შემსუბუქდება, გამოიყენება მხოლოდ საღამოს.
შეგახსენებთ, რომ ჰემოპროპინის მალამო ეფექტურიაჰემოროის I და II სტადიის დროს. უფრო შორს წასული ფორმები კი ძირითადად, ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.