რა არ უნდა გააკეთოთ, როცა ბავშვს ყელი სტკივა ან სიწითლე აქვს ყელში - რეკომენდაციები - მშობლები

რა არ უნდა გააკეთოთ, როცა ბავშვს ყელი სტკივა ან სიწითლე აქვს ყელში - რეკომენდაციები

2018-11-19 08:41:27+04:00

თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, რათა გამოიკვლიოთ მიზეზები და სწორი მკურნალობა დაიწყოთ როცა აცივდება, ბავშვებს ცივი ჰაერი შესდით სუნთქვისა და ლაპარაკის დროს, სვამენ ცივ სითხეებს, მიირთმევენ ცივ პროდუქტებს - ხშირად უცივდებათ ყელი და ეწყებათ ტკივილი, სიწითლე. არა მხოლოდ ბავშვებს, უფროსებსაც აქვთ ეს პრობლემა - უფრო მგრძნობიარე ხდება ყელი.

ხანდახან მიზეზი ვირუსია, ინფექცია, რომლითაც რომელიღაც დახურულ სივრცეში დასნებოვნდნენ...

ან კიდევ, მიზეზი გლანდებია, რომლის გამოც ბავშვს ხშირად სტკივდება ყელი...

თუმცა ფაქტია, ყელის ტკივილისგან არავინაა დაზღვეული და ყელის პრობლემებს ხშირად სდევს თან მაღალი სიცხე, ჩირქი, ნადები, რაც მშობლებს აშინებთ ხოლმე.

თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, რათა გამოიკვლიოთ მიზეზები და სწორი მკურნალობა დაიწყოთ.

როგორ უნდა მოიქცეთ, ექიმთან მისვლამდე, თუ ბავშვს ყელი ასტკივდა?

ბავშვს აჭამეთ თბილი, პიურეს მაგვარი საკვები. მოერიდეთ მისთვის მარილიანი და ცხარე საკვების მიცემას. ტემპერატურა ოთახში არ უნდა იყოს მშრალი, იზრუნეთ მის დატენიანებაზე. მშრალი ჰაერი კიდევ უფრო გაამძაფრებს ყელის ტკივილს. ხშირად დაალევინეთ ბავშვს მისთვის საყვარელი წვენები, თბილი რძე, ჩირების კომპოტი, მოუდუღეთ მწვანე ჩაი. თუ ბავშვს უკვე შეუძლია ყელის გამოვლება, მოუმზადეთ სოდის ნაყენი ან ბალახეულის - გვირილა, ევკალიპტი. ყელის გამოვლება სასურველია 2-3 საათში ერთხელ. მკურნალობისას თაფლის გამოყენება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მასზე ალერგია არა აქვს.

ამ მეთოდებში ახალი არაფერია, სამაგიეროდ, ამ "ბანალურობის" გამო დედებს მათი გამოყენება აღარც ახსენდებათ, ან ჰგონიათ, რომ არაფერს უშველის. სინამდვილეში მათ ზოგჯერ წამალზე უკეთესი ეფექტი და

მდგომარეობის გამწვავებასაც დროპულად "ამუხრუჭებს". მთავარია, არ დაგეზაროთ და გამოიყენოთ ისინი.

გაფრთხილება!

ყელის ტკივილი, ისევე როგორც ხველა, შეიძლება სერიოზული დაავადებების წინაპირობა იყოს, ყურადღებას ნუ მოადუნებთ. აუცილებლად მიიყვანეთ ბავშვი ექიმთან და ნუ ეცდებით მის თვითნებურად მკურნალობას.

მკურნალობა

სამკურნალოდ სხვადასხვა პრეპარატს ნიშნავენ ექიმები. მათ შორისაა საწუწნი, დასალევი აბები, სიროფები. ყველას თავისი დანიშნულება, უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები აქვს და ამიტომ არის აუცილებელი პრეპარატის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია.

ჩვენ რამდენიმე მშობელი გამოვკითხეთ და სხვადასხვა პრეპარატი დაგვისახელეს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ამ დროს. ერთ-ერთი იყო "ტრახისანი", რომელიც პოპულარობით სარგებლობს.

აღმოჩნდა, რომ ტრახისანის შემადგენლობაში შემავალი სამი კომპონენტის - თიროტრიცინის, ქლორჰექსიდინისა და ლიდოკაინის წყალობით, ყელის ინფექციისა და ტკივილის დროს აუცილებელი, ერთდროულად სამი - ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ერთიანდება. ეს პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ანთებითი და ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრი და სწრაფი ანალგეტიკური (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტი. მიღება ნებადართულია მოზრდილებსა და ბავშვებში 4 წლიდან. მიღებამდე აუცილებლად უნდა ჰკითხოთ რჩევა ექიმს.

mshoblebi