სავარაუდოდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში დღეში 100-დან 150-მდე აბორტი კეთდება 2050 წლისათვის საქართველოში შესაძლოა, მოსახლეობის რაოდენობა 1 170 000-ით შემცირდეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნულს საგანგაშოს უწოდებს. Aმბები.გე-სთან საუბარში დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას.
"გაერთიანებული ერების მოსახლეობის ბიუროს მონაცემებით, 2050 წლისათვის მოსალოდნელია, რომ საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 მოქალაქით შემცირდეს. ასევე, არასახარბიელო ვითარებაზე მიუთითებს USAD-ის მონაცემებიც. 2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 232 რიცხულ ქვეყანათა შორის მოსახლეობის შემცირების ტემპით ჩვენ 16-ე ადგილზე ვართ, ხოლო შობადობის მხრივ 176-ე ადგილი გვიკავია", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არის ერის აქტიური დაბერების ტენდენცია.
"ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 680 000 პენსიონერი, მაგრამ 2030 წლისათვის მოსალოდნელია, რომ პენსიონერთა რიცხვი გაიზარდოს მილიონამდე. ამას განაპირობებს ის, რომ შობადობა არის ძალიან დაბალი", - აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
მისივე ინფორმაციით, შობადობის კუთხით საქართველოში პიკი 1961 წელს იყო, როდესაც 124 000 ახალშობილი დაიბადა, დღეს ეს მაჩვენებელი მის ნახევარსაც ვერ აღწევს.
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ასევე საგანგაშო ვითარებაა აბორტებთან დაკავშირებით. 2012 წელს საქართველოში 40 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა.
"სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, არარეგისტრირებული აბორტებით გაცილებით იზრდება ეს რიცხვი და სავარაუდოდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში დღეში 100-დან 150-მდე აბორტი კეთდება.
გაგრძელება