ბოსტნეულის მობრაწულა - მშობლები

ბოსტნეულის მობრაწულა

2014-09-28 16:43:39+04:00

ამ კერძის ინგრედიენტები სასარგებლოა დიდისთვისაც და პატარისთვისაც ამ კერძის ინგრედიენტები სასარგებლოა დიდისთვისაც და პატარისთვისაც და მისი მომზადების ფორმაც სავსებით მისაღებია ყველასთვის.

დაგჭირდებათ:

სტაფილო - 100 გრ

ბროკოლი – 100 გრ

ყვავილოვანი კომბოსტო – 100 გრ

ყველი (მაგარი) – 100 გრ

კვერცხი – 2 ცალი

რძე – 50 მლ

კარაქი – 1 სუფრის კოვზი

მანანის ბურღული – 1 ჩაის კოვზი

მომზადება:

ბისტნეული გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით და მოხარშეთ. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე და ყველი. ტაფაზე წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მანანის ბურღული, დააწყვეთ ბოსტნეული და მოასხით კვერცხის ნაზავი. გამოაცხვეთ ღუმელში 20 წუთით.