დაუნდობელი ტრენდები: რატომ ინერგავენ ადამიანები კანში ძვირფას ქვებს - მშობლები

დაუნდობელი ტრენდები: რატომ ინერგავენ ადამიანები კანში ძვირფას ქვებს

2019-03-29 06:23:00+04:00

თვითგამოხატვა თანამედროვეობის მთავარი ტრენდია. რას არ აკეთებენ ადამიანები საიმისოდ, რომ ერთმანეთს საკუთარი უპრატესობები და უნიკალურობა დაუმტკიცონ. ხშირად ამას რაიმე ორიგინალური ვარცხნილობით აკეთებენ, ასევე პირსინგებსა და ტატუებს მიმართავენ.

ყველაზე ცხელ და ახალ იდეად ადამიანის სხეულში მიკროდერმალების, ძვირფასი ქვების ჩანერგვა ითვლება. ეს გარკვეულწილად პირსინგია, თუმცა ბევრად სერიოზული და მიუხედავად ვიზუალური ეფექტისა, ბევრად რთულ პრობლემებსაც იწვევს.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

არსებობს მიკროდერმალების ჩანერგვის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ყველა მათგანი ერთ პრინციპს ეფუძნება. იღებენ პატარა ფირფიტას, უკეთებენ ნახვრეტს და ადამიანს კანში უნერგავენ. ასეთი ფირფიტა, როგორც წესი, ტიტანისგან არის დამზადებული, რადგან ეს მასალა ყველაზე კარგად ერწყმის ადამიანის ორგანიზმს და არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. ნახვრეტები იმისათვის არის საჭირო, რომ მასში გაიზარდოს კანის უჯრედები. ეს ადამიანის ორგანზმში ფირფიტის ჩამაგრების ყველაზე ბუნებრივი საშუალებაა.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

კონსტრუქციის მეორე ნაწილი თვლის ჩასმაა. საოცარია, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამ მეთოდს ჯვრისწერის ბეჭდებად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, ის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდა წყვილებში, თუმცა, სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეხუთე ასეთი პროცედურა ცუდად მთავრდება - ფირფიტა ვერ ეთვისება ადამიანის ორგანიზმს და არც ხელი ითვლება ამ პროცედურისთვის ყველაზე კარგ ადგილად. ასეთ პირსინგს ყველაზე ხშირად ყელის, კისრის მიდამოებში იკეთებენ. ასევე იკეთებენ მუცელზე, რაც საკმაოდ სახიფათოა.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

აღნიშნული პროცედურისთვის ყველაზე საშიშ პერიოდად პირველი სამი თვე ითვლება, ამ პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენის სწორად დაცვას და, რა თქმა უნდა იმას, თუ ვინ ჩაატარა ეს პროცედურა.

mshoblebi

mshoblebi

დერმატოლოგები, ალერგოლოგები და სხვა სპეციალისტები მოუწოდებენ ახალგაზრდებს, ძალიან კარგად დაფიქრდნენ, სანამ საშიშ ტრენდს აჰყვებიან და თუ მაინც გადაწყვეტენ, აუცილებლად მიმართონ მხოლოდ პროფესიონალებს, რომლებიც გარანტიებით გააკეთებენ ამ პროცედურას.