მედდამ იშვილა გოგონა, რომელსაც საავადმყოფოში არავინ ნახულობდა - მშობლები

მედდამ იშვილა გოგონა, რომელსაც საავადმყოფოში არავინ ნახულობდა

2019-04-06 07:35:17+04:00

მასაჩუსეტსის კლინიკის ექთნების სამსახურის უფროსი ლიზა სმიტი ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ნახულობდა ახალშობილს, რომელიც საავადმყოფოში აღმოჩნდა, თუმცა მას მნახველები არ ჰყავდა და არავინ კითხულობდა. გარკვეული დროის შემდეგ მან გოგონა იშვილა.

ჟიზელი ორსულობის 29-ე კვირაში დაიბადა, 2016 წლის ივლისში. მას აბსტინენტური სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს იმის გამო, რომ დედამისი ორსულობის დროს ნარკოტიკებს იღებდა.

გოგონა 900 გრამს იწონიდა, რომ დაიბადა. პირის ღრუს ჰიპერმგრძნობელობა ჰქონდა და უარს ამბობდა ჭამაზე. სამი თვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში ის არავის მოუნახულებია, 45 წლის სმიტის გარდა, რომელსაც შვილი არ ჰყავდა და ისიც უთხრეს, რომ ხელოვნურ განაყოფიერებასაც ვერ გაიკეთებდა.

9 თვის იყო ჟიზელი, როცა სმიტმა ის იშვილა.

"როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ მის მშობლებს უფლებები ჩამოართვეს ბავშვზე, ვიფიქრე, რომ ეს შესანიშნავი ამბავი იყო, - იხსენებს სმიტი, - ეს ცუდი ამბავი იყო ზოგადად, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი".

ასე გახდა ჟიზელი ბავშვის დედა.

mshoblebi