დედისერთებს ხშირად აქვთ დიდი გეგმები და მომავალში შესაძლოა ლიდერობის რეალური პრეტენდენტებიც გახდნენ როცა ოჯახში ერთი ბავშვი იზრდება, ის ძალზე მგრძნობიარეა იმ წესების მიმართ, რომლებსაც მშობლები უწესებენ. ცდილობს, არ დაარღვიოს ისინი და ყოველთვის გაამართლოს მშობლების მოლოდინი. ჩვეულებრივ, ასეთი ბავშვები ბაძავენ მშობლებს, მათთან აიგივებენ თავს, რადგან არ ჰყავთ და-ძმა, რომელსაც რეალურად შეიძლება შეედარონ. ბავშვთა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დედისერთებს ხშირად აქვთ შორს მიმავალი გეგმები და მომავალში შესაძლოა კოლექტივში ლიდერობის რეალური პრეტენდენტებიც გახდნენ. თუმცა დედისერთას სტატუსს უპირატესობებთან ერთად ნაკლოვანებებიც აქვს.
უპირატესობები
ერთადერთ შვილს მშობლები მატერიალურად უფრო მეტად ეხმარებიან, უფრო მეტის საშუალებას აძლევენ.
მთელ თავისუფალ დროს მხოლოდ მას უთმობენ.
დედისერთას არასოდეს უწევს და-ძმასთან "კონკურენცია" საყვარელი შვილის სტატუსის მოსაპოვებლად.
აქვს კარგი სათამაშოები, საკუთარი კომპიუტერი.
დედისერთა ოჯახის წევრთა ყურადღების ცენტრშია, ბებიებისა და ბაბუების ნებიერაა.
ნაკლოვანებები
დიდია ალბათობა, დედისერთა მტანჯველ მარტოობას განიცდიდეს.
მომავალში ასეთი ბავშვი შესაძლოა ეგოისტად ჩამოყალიბდეს.
გაგრძელება