ნინო კასრაძის ულამაზესი სახლი და ეზო ქალაქგარეთ, სადაც უკვე 14 წელია ცხოვრობს - მშობლები

ნინო კასრაძის ულამაზესი სახლი და ეზო ქალაქგარეთ, სადაც უკვე 14 წელია ცხოვრობს

2019-06-25 09:04:07+04:00

მსახიობმა ნინო კასრაძემ დიდი ხანია დედაქალაქის ხმაურს ქალაქგარეთ ცხოვრება არჩია. მან თავის კერძო სახლში გადაცემა "სხვა შუადღეს" უმასპინძლა და ინტერვიუც მისცა.

- დიდიხანია ქალაქგარეთ ცხოვრობთ?

- ალბათ, 14 წელი. მე ძალიან მომწონს აქ ცხოვრება და ახლა ვხედავ, რომ ნელ-ნელა სხვებსაც უფროდაუფრო მოსწონს ქალაქგარეთ ცხოვრება.

- მარტო ყოფნა გიყვართ?

-ხან კი, ხან არა.

-სახლის გარდა ყველაზე დიდ დროს სად ატარებთ?

-თეატრში, გადაღებებზე...

-მებაღეობითაც ხართ დაკავებული?

- დიახ, შეუძლებელია აქ იცხოვრო და არ იყო რაღაც დოზით ამ პროცესში ჩართული. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

-რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდით?

-რომ არა მსახიობი, ისევ მსახიობი ვიქნებოდი. რაც არ უნდა გამეკეთებინდა, აინც ვფიქრობ, რომ ხელოვნებასთან ახლოს ვიქნებოდი.

-გაქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რაც ცხოვრებაში გითამაშიათ?

-მე მგონია, რომ ყველა როლი, რაღაც ეტაპისთვის, მნიშვნელოვანი იყო. ყველამ დაამშვენა რაღაც პერიოდი.

-ზებუნებრივი ძალა რომ გქონდეთ, რა ძალა იქნებოდა?

-ზებუნებრივი არა, მაგრამ მე მინდა, რომ ვმღეროდე. ვიყო ოპერის მომღერალი.

-სახლში ცხოველები გყავთ?

-ორი ძაღლი მყავს.

იხილეთ ვრცლად

altნინო კასრაძე - ყველაზე დახვეწილი, ელეგანტური... და იდუმალი მსახიობი

altნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...

alt"დღეს არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა" - ნინო კასრაძე