არაერთი კვლევის თანახმად, სამგზავრო სავარძელი ავტოავარიების დროს საიმედოდ იცავს ბავშვს დაზიანებისგან და მისი გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 1012 16 წლამდე ასაკის ბავშვი დაშავდა, 21 კი გარდაიცვალა. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სპეციალური სავარძლის გამოყენება 70%-მდე ზრდის მათი გადარჩენის შანსს.
როცა საქართველოში სამგზავრო სავარძლის სავალდებულო გამოყენებაზე ინფორმაცია გავრცელდა, ძალიან ბევრმა მშობელმა მისი შეძენა გადაწყვიტა. თუმცა ვინაიდან ეს ნივთი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირად არ გამოიყენება, ბევრისთვის მისი შერჩევის რეკომენდაციები საინტერესო იქნება.
პირველ რიგში, ზუსტად შეარჩიეთ წონისა და სიმაღლის შესაბამისი სავარძელი. ეს ინფორმაცია უშუალოდ შეფუთვაზე მოძებნეთ.
კარგად შეისწავლეთ თავად მწარმოებლის ინტრუქცია. ხარისხიან და საიმედო სავარძელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი სპეციალური ტესტი ექსპერიმენტული ავარიებისას. შეძენემდე აუცილებლად მოარგეთ ის საკუთარ ავტომობილს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმაოდ ძვირადღირებული ნივთი შესაძლოა, ვერ გამოიყენოთ. თუ მეორად სავარძელს ყიდულობთ, დაინტერესდით, ხომ არ არის ნაავარიევი. შეუმოწმეთ გვერდების სიმყარე და დარწმუნდით, რომ კონსტრუქცია დარღვეული არ არის. არ შეიძინოთ საბავშვო სავარძელი, თუ ინსტრუქცია ბუნდოვანია, საერთოდ არ მოჰყვება ან გაუგებარ ენაზეა შედდენილი. მიაქციეთ ყურადღება დამხმარე ღვედებს. არ უნდა იყოს ვიწყო და უხეში, რათა შეჯახებისას თავად არ დააზიანონ ბავშვის სხეული უპირატესობა მიანიჭეოთ ისეთ მოდელს, რომელსაც თავის დაცვის გაძლიერებული სისტემა აქვს. იხილეთ ავტოსავარძელი 9 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის