სადაც მშობლებს მოსიყვარულე გარემო აქვთ შექმნილი, ბავშვები უფრო ბედნიერები იზრდებიან სპეციალისტები ამბობენ, რომ ნებისმიერი წყვილი, რომელიც ერთმანეთისადმი დადებით ემოციებს ავლენს, მით უმეტეს – სიყვარულს, ძალიან დადებით გავლენას ახდენს თავის შვილებზე. ეს დაადასტურა თითქმის ათასმა ოჯახმა, რომელიც ექსპერიმენტში მონაწილეობდა.
ბავშვები მეტ საიმედოობას, სითბოს, სიმყუდროვეს გრძნობენ, როცა მშობლები ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ, ერთმანეთს კოცნიან სახლიდან გასვლისა და შემოსვლის დროს, ან ისე, უბრალოდ, სიყვარულის გამოსახატად. ასეთ ოჯახებში, სადაც მშობლებს მშვიდი და მოსიყვარულე გარემო აქვთ შექმნილი, ბავშვები უფრო ბედნიერები და მშვიდები იზრდებიან.
ასე რომ, გიყვარდეთ ერთმანეთი და ეს გამოხატეთ კიდეც.