ბათუმში ახალგაზრდა მამამ ბავშვების გასასეირნებლად ორიგინალურ ხერხს მიაგნო. მანქანის საბურავებს ბორბლები მიამაგრა, შიგნით სავარძლები ჩადგა და ეს ყველაფერი ველოსიპედს მიაერთა. ამ უცნაური მისაბმელიანი ტრანსპორტით ქუჩაშიც გაისეირნეს, რისი ამსახველი ვიდეოც აჭარის ტელევიზიამ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.
ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა და არც კომენტარები დაიშურეს.
"ფეხით სიარულიც რომ აუკრძალონ, ფრენასაც ისწავლიან"
"მშვენიერი გამოგონებაა ამ დროისთვის"
"მეც მინდა... ბიძია, რამდენად გამაკატავებ?"
"ყოჩაღ, დისტანცია დაცულია" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები და კომენტარების უმრავლესობა პოზიტიურია. თუმცა მამას ბევრი აკრიტიკებს, რადგან ასეთი ტრანსპორტი ბევრმა ბავშვისთვის საფრთხის შემცველად დაასახელა.