ანჯელინა ჯოლიმ წლების წინ კიბოს მიმართ მემკვიდრეობითი განწყობის გამო საკვერცხეები და სარძევე ჯირკვლები წინასწარ ამოიკვეთა. დედამისი 56 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. საზოგადოების ნაწილი ანჯელინას ამ მძიმე გადაწყვეტილებისთვის გამოჩენილ მამაცობას უქებს, ნაწილი კი ასეთი რთული ოპერაციების მხოლოდ პროფილაქტიკისთვის გაკეთების გამო კიცხავს.
ასე იყო თუ ისე, გენეტიკური ტესტირების მიხედვით, მას ისევ აქვს კიბოს განვითარების რისკი, თუმცა სარძევე ჯირკვლების და საკვერცხეების ამოკვეთის გამო ეს რისკი 80%-დან 5%-მდე შემცირდა.
საქართველოშიც არაერთ ქალს უსვამენ ისეთ დიადნოზს, როცა საჭირო ხდება საკვერცხეების, ფალოპის მილების, საშვილოსნოს ამოკვეთა. ბევრს მკერდის კიბოსწინარე მდგომარეობაც აქვს. ამიტომ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, თუ მეტს გავიგებთ ამ ოპერაციების შესახებ.
"გარკვეულ შემთხვევებში მართლაც შესაძლებელია გენების გამოვლენა, რომლებიც კიბოს მაღალ რისკს შეიცავს. გენეტიკური ტესტირების განვითარებასთან ერთად, პროფილაქტიკური მასტექტომიის შემთხვევემაც იმატა. თუმცა ეს უფრო აშშ-ის სამედიცინო სისტემაშია პოპულარული. იქაური სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ ოპერაციას და საჭირო იმპლანტებსაც. ამიტომ ეს ბაზარი ძალიან დიდია, ქირურგებიც ხშირად კვეთენ მკერდს სხვადასხვა ჩვენების მიხედვით." - ამბობს პლასტიკური ქირურგი დიმიტრი მელნიკოვი.
მამოლოგ-ონკოლოგი ვლადიმერ კალიადინი წინმსწრებ მასტექტომიას სკეპტიკურად აფასებს. მისი თქმით, ბევრი ქალი იკეთებს გენეტიკურ ტესტირებას და შედეგების 30% კიბოს მაღალ რისკს ადატურებს. "თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ რისკი და შესაძლო სცენარია. ქალებს, რომლებმაც მასტექტომია გადაიტანეს, დეპრესია ტანჯავთ და ცხოვრების ხარისხის უუარესდებათ. ამიტომ რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს ოპერაცია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით ტარდება და არა პროფილაქტიკისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, მკერდის წინასწარ მოკვეთა მაინც უკეთესია, ვიდრე დაგვიანებული ოპერაცია. საბოლოოდ, მსოფლიო მედიცინას ჯერჯერობით ერთიანი მიდგომა არ აქვს, რამდენად გამართლებულია ეს ოპერაცია".
ლიანა ამინოვა, გინეკოლოგი:
საკვერცხე ქალის მთავარი სასქესო ჰორმონის, ესტროგენის ძირითადი წყაროა. ის მოქმედებს როგორც ქალის გარეგნობაზე, ასევე მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ოპერაციის შემდეგ ქალი გრძნობს აპათიას, ნევროზულ მდგომარეობას, ჩნდეა დაღლილობის შეგრძნება, ირღვევა ძილი და მკვეთრად ქვეითდება ლიბიდო. თუ ეს ახალგაზრდა ასაკში ხდება, ქალის მდგომარეობა კლიმაქსურს ემსგავსება. ასეთ დროს ქალებს ჰორმონების დონეს უმაღლებენ, რაც კვლავ უჩენს მათ სექსის სურვილს. საკვერცხეების ამოკვეთას ახლავს ვაგინის სიმშრალე, რაც სექსის დროს უსიამოვნო შეგრძნებებს და ტკივილს იწვევს " - აღნიშნავს სექსოლოგი ნატალია რომანოვსკაია. მისი რეკომენდაციით, პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ ქალი თანდათან უნდა დაუბრინდეს სექსუალურ ცხოვრებას. უნდა გამოიყენოს დამატენიანებელი და აღმგზნები საცხები, რათა ინტიმური სიახლოვე მისთვის კვლავ სასიამოვნო გახდეს.
"პაციენტს შეიძლება თვითშეფასება მკვეთრად შეუმცირდეს, იფიქროს, რომ მამაკაცს აღარ სჭირდება. ამ დროს სხვა სფეროებზე უნდა კონცენტრირდეს და გაიაზროს, რომ მისი სექსუალობა მხოლოდ მკერდითა და საკვერცხეებით არ განისაზღვრება. თუ პარტნიორი ჰყავს, აუცილებლად უნდა განავითაროს სექსუალური ცხოვრება, ერთად შეთანხმდნენ სექსის სახეობებზე, გამოიყენონ ორალური და მანუალური ტექნიკა" - აცხადებს რომანოვსკაია.