კინოსა და შოუბიზნესის სამყაროში უამრავი ლამაზი ადამიანი ტრიალებს, თუმცა მათ შორისაც არიან გამორჩეულები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან მაყურებელთა მეხსიერებაში. მსახიობი ორნელა მუტი ნამდვილად მათ შორისაა. ამ ეგზოტიკური და გამორჩეული გარეგნობის გოგონამ სწრაფად დაიპყრო მსოფლიო ეკრანები და საქართველოშიც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა.
ფრანჩესკა რომანა რიველი მსხახიობის ნამდვილი სახელი და გვარია. ორნელა მუტი მისი საეკრანო ფსევდონიმი იყო. მამა იტალიელი ჰყავდა. დედის მხრიდან კი მის ძარღვებში რუსული და გერმანული სისხლი ჩქეფს. ალბათ ამ გენეტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა ორნელასა და მისი დის, კლაუდიას გამორჩეული გარეგნობა.
დიახ, ორნელა მუტის ტყუპისცალი და ჰყავდა, რომელიც ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა. სწორედ მას გაჰყვა ორნელა ერთ-ერთ კინოსინჯებზე, სადაც მისი დის ნაცვლად როლზე დაამტკიცეს. იმ დროს 15 წლისაც არ იყო, თუმცა ამ როლის შემდეგ მალე ეკრანის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.
საქართველოში ორნელა მუტი ფილმ "ჭირვეულის მორჯულების" გამოსვლის შემდეგ გახდა პოპულარული. სხვათა შორის, ორნელამ აღიარა, რომ გადაღებების პროცესში რომანი ჰქონდა ადრიანო ჩელენტანოსთან.
ორნელას ბავშვობა ტკბილი და სასიამოვნო არასდროს ყოფილა. გოგონებს მამა 10 წლის ასაკში გარდაეცვალათ და დედა მათ სიღარიბეში ზრდიდა. 13 წლის ორნელას უკვე ზრდასრული ქალის გარეგნობა ჰქონდა, მისი მომხიბვლელობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ჯერ კიდევ მოზარდი გოგონა უკვე შიშვლად პოზირებდა სამხატვრო სასწავლებელში და ასევე ეროტიკული ჟურნალებისთვის. სხვათა შორის, მისი ამ საქმიანობის შესახებ დედაზე ადრე მისმა მასწავლებლებმა შეიტყვეს და სკოლაში დიდი სკანდალიც ატყდა. თუმცა ოჯახის მძიმე სოციალური მდფგომარეობა გაითვალისწინეს და გოგონა სკოლიდან გარიცხვას გადაურჩა.
პირველი შვილიც ძალიან ადრეულ ასაკში, 18 წლისამ გააჩინა. ბავშვის მამა, როგორც კი ფეხმძიმობის ამბავი გაიგო, მის ცხოვრებაში აღარც გამოჩენილა. ორნელას გოგონა ეყოლა და რა თქმა უნდა, დედის გვარს ატარებს..
ბავშვის გაჩენის შემდეგ ორნელა მალევე გათხოვდა, თუმცა ქორწინებამ ერთ წელიწადსაც არ გასტანა და წყვილი ერთმანეთს ისე დაშორდა, შვილი არ ჰქოლიათ.
მომდევნო ქორწინებიდან, ფედერიკო ფაკინეტისგან ორნელას ორი შვილი, გოგონა კაროლინა და ვაჟი ანდრეა შეეძინა. თანაცხოვრებამ 10 წელიწადს გასტანა, მაგრამ ფედერიკოს აზარტული თამაშებით გატაცების გამო ოჯახი დაინგრა.
1998 წელს ისევ დაქორწინდა, ამჯერად სტეფანო პიკოლოზე, მაგრამ ქმარი მის შვილებს ვერ შეეწყო და საქმე კვლავ განქორწინებით დასრულდა.
მეოთხე ქმრად საიუველირო მაგნატ ფაბრის კერერვზე შეარჩია. ქმარმა ორნელას საკუთარი საიუველირო ხაზი გაუხსნა. ამჯერად ორნელა ქმარ-შვილთან ერთად მონტე-კარლოში ცხოვრობს. ტოსკანაში საკუთარ ვენახსა და მარანს ფლობს, პარალელურად ქველმოქმედებითაა დაკავებული.
ორნელასთვის შვილები ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და მათ ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ დაშორებია. უკვე მოზრდილ შვილებს ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ დედასთან. უფროსმა ქალიშვილმა ნაიკი რიველიმ დედის ბედი გაიზიარა და შვილიშვილი ასევე ადრეულ ასაკში აჩუქა.ამის გამო ორნელა შვილს მთელი წელი არ ელაპარაკებოდა, თუმცა საბოლოოდ, რა თქმა უნდა, შერიგდნენ.
ორნელა და მისის უფროსი ქალიშვილი
უმცროსი ქალიშვილი კაროლინა გათხოვილია და ვაჟი ალესანდრო ჰყავს. ანდრეა კი ჯერ უცოლოა და კარიერით არის დაკავებული.
წლების მიუხედავად, ორნელა კვლავ მშვენიერ ფორმაშია, 65 წლის მსახიობი ხშირად ჩნდება კინოფესტივალებსა თუ ელიტურ საღამოებზე. მისი სილამაზის საიდუმლო ჯანსაღ ცხოვრების წესშია, არ სვამს, არ ეწევა და ტანვარჯიშით არის დაკავებული.