როგორ მოხვდნენ ბაში-აჩუკი და "ჭირვეულის მორჯულების" ვარსკვლავი ორნელა მუტი ერთ ფილმში - მათზე წერდნენ "ორნელა თავისი ახალი, თეთრთმიანი სიყვარულით" - გვიყვება ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი "დილა მშვიდობისა საქართველოს" კინორუბრიკაში.
ორნელა და ოთარ კობერიძე 1980-იან წლებში შეხვდნენ და დამეგობრდნენ და მათ შესაძლო რომანზეც წერდა მაშინდელი იტალიური პრესა. ისინი 1981 წელს გადაღებულ ფილმშიც თამაშობდნენ ერთად - "ცხოვრება მშვენიერია" ერქვა ფილმს, რომელიც საბჭოთა კავშირის და იტალიის ერთობლივი ნამუშევარი იყო.