რა ვაჩუქოთ ახალშობილის ოჯახს? - მშობლები

რა ვაჩუქოთ ახალშობილის ოჯახს?

2020-10-05 07:24:06+04:00

საჩუქრის შერჩევა არასოდეს არის მარტივი - უნდა გაითვალისწინო იმ ადამიანის გემოვნება, სურვილები და ინტერესები, ვისთვისაც საჩუქარს ყიდულობ. ეს საქმე ორმაგად რთულდება მაშინ, როდესაც საჩუქარს ახალშობილის ოჯახისთვის არჩევ, რადგან ყველამ იცის „ახალშობილის ოჯახს ბევრი რამ სჭირდება“. ამის მიუხედავად 3 ყველაზე გავრცელებული საჩუქარი ახალშობილისთვის წლიდან წლამდე არ იცვლება ხოლმე: ტანსაცმელი, ჰიგიენის ნივთები, რეზინის სათამაშოები - ყველაფერი მაქსიმალურად „პრაქტიკული“. თუმცა ეს პრაქტიკულობა საერთოდ აღარ ჩანს, როდესაც ახალშობილს იმდენი ტანსაცმელი უგროვდება, რომ უმეტესობა ჩაუცმელად პატარავდება. მალევე აღმოაჩენთ, რომ რეზინის სათამაშოების ამოუწურავი მარაგიც არ ყოფილა საჭირო და იმ შამპუნსაც ვადა გასდის, ლამაზად რომ შეფუთეთ - „ბავშვს გამოადგებაო“.

გარდა იმისა, რომ ახალშობილის ოჯახი იშვიათად ახერხებს ყველა (და ერთნაირი) ნივთის გამოყენებას, ემოციურ დამოკიდებულებასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ბავშვი გაიზრდება, ლაპარაკს ისწავლის და გეტყვის: მაიკო დეიდა, შენ რომ წინდები მაჩუქე, მახსოვსო? არადა, ნამდვილად შესაძლებელია იმავე ბავშვს მართლაც ახსოვდეს, რა აჩუქეთ მისი ცხოვრების პირველ დღეებში, თუკი თქვენი საჩუქარი დროის ხანგრძლივ პერიოდზე იქნება გათვლილი.

მაშ, რა უნდა ვაჩუქოთ ახალშობილის ოჯახს?

mshoblebi

კონკრეტული სურვილებისა და მოთხოვნების საფუძველზე აღვწეროთ ახალშობილის ოჯახისთვის იდეალური საჩუქარი: განსხვავებული (ისეთი, როგორსაც ყოველი მეორე არ ჩუქნის), დროის ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი, ემოციური ღირებულების მქონე, ემოციური მეხსიერების საცავი.

დღეისათვის საჩუქრების უზარმაზარ არჩევანში მოიძებნება ისეთი ნივთი, რომელიც ჩამოთვლილ კრიტერიუმებს სავსებით აკმაყოფილებს - ფოტოწიგნი. მართლაც, ფოტოწიგნი ემოციური მეხსიერების საცავია, სადაც ახალშობილის მშობლები თავიანთი შვილის პირველ ნაბიჯებს, პატარას პირველ ღიმილსა და პირველ გასეირნებას აღბეჭდავენ. წლების შემდეგ თქვენს საჩუქარს გაზრდილი პატარა უკვე გააზრებულად გადაშლის და თავის ბავშვობას გადაავლებს თვალს.

ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფოტოალბომის დათვალიერება წარსულში მოგზაურობას ჰგავს - ამის საშუალებას მისცემთ ახალშობილის ოჯახს. მოგონებების შენახვისა და გაცოცხლების უნარი ხომ სწორედ ფოტოწიგნს აქვს!

როგორ შევქმნათ ფოტოწიგნი?

mshoblebi
საჩუქარი უფრო ძვირფასია, როდესაც მასში საკუთარ ფანტაზიას დებთ. დღეისათვის ფოტოწიგნის თქვენი გემოვნებით დამზადება სტამბა „პრინტარეაში“ შეგიძლიათ. ვებგვერდზევე შეარჩიეთ სასურველი დიზაინი: ფერი, გაფორმება, ნახატები. ასევე, შეგიძლიათ ფოტოების ადგილის გარდა ფრაზის ჩასაწერი ან რაიმე ნივთის შესანახი ადგილებიც გამოყოთ. ამგვარად არა მხოლოდ ფოტოების სახით, არამედ მოგონებებისა და სამახსოვრო ნივთებითაც შეინახავთ თქვენი პატარას „ისტორიას“.
ფოტოწიგნის შექმნა სრულად თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ისღა დაგრძენიათ სასურველი დიზაინი შეარჩიოთ და რამდენიმე დღეში საჩუქრით ხელდამშვენებული ესტუმროთ ახალშობილის ოჯახს.