მორიგი სისასტიკე შვილის მიმართ – ორი წლის ნაცემი გოგონა ხელებით კედელზე იყო "მიწებებული" მორიგი გახმაურებული პროცესი დასრულდა ამერიკაში – 23 წლის ელიზაბეტ ესკალონას, ხუთი შვილის დედას, 99 წლით პატიმრობა მოუსაჯეს. ქალი დამნაშავედ ცნეს ბავშვთან სასტიკ მოპყრობაში. ქალმა, რომელიც ამჟამად ნარკოდამოკიდებულებისგანაც მკურნალობს, არა მხოლოდ სასტიკად ცემა თავის ქალიშვილს, მერე "სუპერ-წებოთი" მიუწება ხელები კედელზე. როგორც გაირკვა ძიების დროს, დედის მოთმინება თურმე მაშინ აივსო, როცა ბავშვს ვერაფრით ასწავლა ღამის ქოთანზე დაჯდომა.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ესკალონა კი – ციხეში.
პროცესზე, რომელიც ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაიმართა, ქალი ამტკიცებდა, რომ გამოსწორდა და აღარ არის მონსტრი, რომელიც მსგავს დანაშაულობებს სჩადიოდა. თუმცა მსაჯულებმა და პროკურორებმა არ დაიჯერეს ბრალდებულის სინანული და დედისთვის 45 წლით პატიმრობა მოითხოვეს. თუმცა მოსამართლე გაცილებით უფრო მკაცრი აღმოჩნდა – მან დანაშაულისა და მისი შედეგების მთელი სისასტიკე გაითვალისწინა და 99 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას მხოლოდ 30 წლის შემდეგ ექნება უფლება, სასჯელი გაასაჩივროს და ვადას ხელახლა გადახედონ.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბავშვს ტვინში ჰქონდა სისხლჩაქცევები, დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, აღენიშნებოდა მრავლობითი სილურჯეები და ნაკბენის კვალი, ხელისგულებზე კი, რამდენიმე ადგილას კანი ჰქონდა აცლილი. გოგონა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს.
ასევე იხილეთ: დედა, რომელმაც 5 თვის ბავშვი შიმშილით მოკლა, პატიებას ითხოვს