იდეალური ხაჭოს ნამცხვრების მომზადების საიდუმლო - მშობლები

იდეალური ხაჭოს ნამცხვრების მომზადების საიდუმლო

2014-11-28 17:35:52+04:00

განუმეორებელი გემოსი და ძალიან სასარგებლო თქვენი პატარებისთვის ხაჭოს ნამცხვრები (მათ ხშირად სირნიკებს უწოდებენ) მართლაც უგემრიელესი და სასარგებლოა – ის ხომ კალცით მდიდარი ხაჭოთი მზადდება. თუმცა ერთი პრობლემა არის ხოლმე ცხობის დროს – ფქვილის რაოდენობა. თუ ბევრი მოგვივა, მეტისმეტად მაგარი ცხვება, ხოლო თუ დავაკლებთ – ტაფაზე გადაიფლაშება. ეს იდეალური ხაჭოს ნამცხვრების რეცეპტია.

საჭირო მასალა:

600 გრ ხაჭო

1 კვერცხი

მწიკვი მარილი

100-150 გრ შაქარი

2 სუფრის კოვზი ფქვილი

mshoblebi

მომზადება:

აურიეთ ყველა ინგრედიენტი. სველი ხელით დააგორგლეთ და ბურთები მოამზადეთ.

mshoblebi

დაახლოებით 13 ბურთულა გამოგივათ ამ მასით. გააგორეთ ფქვილში და ზედმეტი ფქვილი დაფერთხეთ.

mshoblebi

კარგად გაცხელებულ, ზეთწასმულ ტაფაზე მოათავსეთ, საშუალო ცეცხლზე.

mshoblebi

როცა ოქროსფერს მიიღებს, მეორე მხარეს გადააბრუნეთ და თავზე დაახურეთ.

mshoblebi

ტაფიდან რომ ამოიღებთ, ქაღალდის ხელსახოცზე დადეთ, რომ ზედმეტი ცხიმი შეიშროს.

სუფრასთან შეგიძლიათ, რომელიმე გემრიელ მურაბასთან ან სიროფთან ერთად მიიტანოთ. ასევე უხდება არაჟანი.