ერთი შეხედვით შემზარავია, მაგრამ ნენცებისთვის უმი ირმის ხორცი და სისხლი ჩვეულებრივი კერძია ეს შთამბეჭდავი ფოტოები არცთუ ისე დიდი ხნის წინ პოლონელმა ფიზიკოსმა და მოგზაურმა, მაგდალენა სკოპეკმა თავის წიგნში გამოაქვეყნა. ეს მოღიმარი ადამიანები ციმბირის მხარეში, იამალის ნახევარკუნძულზე ცხოვრობენ.
ერთი შეხედვით შემზარავია, მაგრამ ნენცებისთვის უმი ირმის ხორცი და სისხლი ჩვეულებრივი კერძია. ირმის ტყავში გახვეული ეს ბუთხუზა ბავშვები ირმის სისხლს ისე მიირთმევენ, როგორც ჩვენი შვილები ჩაის ან კაკაოს. ესეც მათი ცხოვრების წესია - ცივი ჩრდილოეთის მკაცრი კლიმატის გამო იქაურ ადამიანებს C და B2 ვიტამინზე განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ, რომლებიც უმ ირმის ხორცსა და სისხლში დიდი რაოდენობითაა.
მაგდალენა სპოკეკმა ამ ხალხთან 3 თვე გაატარა. მათ ქოხში ეძინა და ტყავის ტანსაცმელი ეცვა და კლადონიას იყენებდა ტუალეტის ქაღალდის მაგივრად.
ნენცები თურმე ყველაზე მეტად მაგდალენას ჩანთაში აღმოჩენილმა შაქარმა გააოცა, უფრო სწორად, შაქრის რაოდენობამ...
"ვერ წარმოედგინათ, რომ ერთი კილოგრამი შაქარის ყიდვა სადმე შეიძლებოდა. რომ ვუთხარი, როცა ეს დამთავრდება, მაღაზიაში კიდევ ვიყიდი-თქო, ნამდვილად არ დამიჯერეს. ისინი ხომ წელიწადში ორჯერ ყიდულობენ სურსათს და მათგან ყველაზე პატარა შეფუთვა 20-კილოგრამიანია", - იხსენებდა მოგზაური. მან თავისი ნენცური გამოცდილება აღწერა წიგნში "კარგი სისხლი. ირმების, ღმერთებისა და ადამიანთა მხარე".