"განადგურებულია..." - მეგანის და ჰარის ინტერვიუმ ყველაზე მეტად უილიამი გაანაწყენა - მშობლები

"განადგურებულია..." - მეგანის და ჰარის ინტერვიუმ ყველაზე მეტად უილიამი გაანაწყენა

2021-03-10 07:33:59+04:00

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუს, რომელიც ოპრა უინფრიმ ჩამოართვა მათ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საგნაგებო განცხადებეს ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლეშიც. მათი თქმით, ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას მიერ ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რა­სობ­რივ თე­მაზე გამოთქმულმა მოსაზრებებმა ისინი შეაშფოთა.

"მთე­ლი ოჯა­ხი დამ­წუხ­რე­ბუ­ლია მას მერე, რაც შევიტყვეთ, როგორი რთუ­ლი იყო ჰა­რი­სა და მე­გა­ნის­თვის ბოლო წლე­ბი. წა­მოჭ­რი­ლი სა­კი­თხე­ბი, კერ­ძოდ კი რა­სიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­გო­ნე­ბე­ბი შე­საძ­ლოა, ერთმანეთისგან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გვქონდეს, ოჯა­ხი პი­რა­დად დაინტერესდება ამ თემით. ჰარი, მე­გა­ნი და არჩი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი­ან ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი წევ­რე­ბი“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მე­ფო სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სასახლის ეს განცხადება მოჰყვა მეგანის ნაამბობს, რომ ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი მათი შვი­ლის, არ­ჩის, და­ბა­დე­ბამ­დე ღე­ლავ­და მისი კა­ნის ფერ­ის გამო და იკითხა, რამ­დე­ნად მუქი ფე­რის შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მისი კანი, თუმ­ცა მე­გან­მა სა­მე­ფო ოჯა­ხის აღ­ნიშ­ნუ­ლი წევ­რის ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­კონ­კრე­ტა.

მე­გან­მა ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორი წნეხი იყო მისთვის სასახლეში ცხოვრება, რომ ზოგ­ჯერ "სი­ცო­ცხლე აღარ სურ­და“.

ამბობენ, რომ ინტერვიუს შემდეგ ჰარისა და უილიამს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება. მით უმეტეს, რომ გავრცელებული ვერსიით სწორედ უილიამი იყო ის ადამიანი, ვინც მომავალი ბავშვის კანის ფერზე ღელავდა.

mshoblebi

გარდა ამისა, მეგანმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ატირა ის ქორწილამდე ქეით მიდლტონმა. ასე რომ, ეს ინტერვიუ დიდი დარტყმაა პრინცი უილიამისა და მისი რეპუტაციისთვის. ხოლო ძმებს შორის უთანხმოებაზე შეკითხვას ჰარიმ ასე უპასუხა:

- ჩვენ ერთად გამოვიარეთ ჯოჯოხეთი. ვგულისხმობ იმას, რომ საერთო გამოცდილება გვაქვს. თუმცა სხვადასხვა გზით მივდივართ".

მან ისიც აღნიშნა, რომ ძმასა და მამას თანაუგრძნობს, რადგან ისინი "ხაფანგში არიან გამოკეტილები", რადგან არ შეუძლიათ მოვალეობებს და სასახლეს გაექცნენ, რომც მოისურვონ.

ამბობენ, რომ უილიამი განადგურებულია.