როგორ მოხვდნენ ევროპელი გოგონები თანამედროვე ჰარამხანებში - ნამდვილი ისტორიები - მშობლები

როგორ მოხვდნენ ევროპელი გოგონები თანამედროვე ჰარამხანებში - ნამდვილი ისტორიები

2021-04-01 09:52:16+04:00

ფემინიზმისა და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ეპოქაში, წესით, ჰარამხანა აღარ უნდა არსებობდეს. მაგრამ, არა. ბევრ ქვეყანაში ისევაა მდიდარი და წარმატებული მამაკაცების "მოვლის" პრაქტიკა. მეტიც, არიან გოგონები, რომლებიც თავად ცდილობენ იქ მოხვედრას და ხელშეკრულების გაფორმებას. რით განსხვავდება თანამედროვე ჰარამხანა ძველისგან და რა პირობებში ცხოვრობენ ქალები?

ძნელი სათქმელია, თუ როდის გაჩნდა მსოფლიოში პირველი ჰარამხანა. სხვადასხვა წყარო განსხვავებულ თარიღს ასახელებს, თუმცა, თავად ფენომენი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2-3 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა. ძველად გოგონები მდიდარი მამაკაცების სასახლეში მტერთან ბრძოლის შემდეგ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, თუმცა, დღესდღეობით, როგორც ირკვევა, ქალები ის სპეციალური პირობებითა და ხელშეკრულებით მიდიან.

მსახიობობიდან ხარჭობამდე

mshoblebi ჯილიან ლორენის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა 18 წლის იყო. ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, რომელიც ჰოლივუდის მსახიობობასა და პოპულარობაზე ოცნებობდა, თეატრალური სასწავლებლიდან გააგდეს. სტუდენტ გოგონას საცხოვრებლად ფული სჭირდებოდა, უამრავ კასტინგში იღებდა მონაწილეობას, თუმცა უარს უარზე იღებდა. ბოლოს საარსებო მინიმუმიც კი აღარ ჰქონდა. ერთ დღეს გოგონა კიდევ ერთ კასტინგზე მოხვდა, რომელსაც სინგაპურელი ბიზნესმენი აწყობდა. მალევე გაირკვა, რომ ის სულთნის ძმის, პრინცი ბრუნეი ჯეფრის ჰარამხანისთვის ეძებდა გოგონებს. ლორენი მსურველთა შორის აღმოჩნდა. სხვა გოგონებთან ერთად მარმარილოს ძვირად ღირებულ სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც მარტო გართობისთვის იყო აშენებული. მოგვიანებით ამ ამბის შესახებ გოგონამ წიგნი დაწერა, სადაც ჰარამხანაში ცხოვრებას აღწერდა. წიგნი 2010 წელს გამოაქვეყნა და მალევე ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა.

ჯეფრის ჰარამხანაში, ჯილიანის გარდა, კიდევ 40 გოგონა იყო და ისინი მუდმივად იცვლებოდნენ. თითოეულ ლამაზ გოგონასთან ინდივიდუალური ხელშეკრულება ფორმდებოდა, თუ ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიმეს აღარ სურდა იქ ცხოვრება, აიღებდა კუთვნილ თანხას, ძვირფას საჩუქრებს და საკუთარ ქვეყანაში გაემგზავრებოდა.

mshoblebi

სინამდვილეში, რისი გაკეთება ევალებოდათ გოგონებს? ისინი უნდა დასწრებოდნენ საზეიმო ვახშმებს, ასევე წვეულებებს. პრინცი თავად წყვეტდა, რომელი გოგონა გაატარებდა მასთან ერთად ღამეს. ბევრი მათგანი პრინცთან არასდროს ყოფილა, დროს უსაქმობასა და ინტრიგნობაში ატარებდნენ. გოგონებს გული სწყდებოდათ, რომ პრინცის დაინტერესებას ვერ ახერხებდნენ. ჯილიანი წერს, რომ თავად მოახერხა ამ ყურადღების მიღება, ფავორიტ გოგონადაც გადაიქცა და მეორე ცოლის როლზეც კი აცხადებდა პრეტენზიას.

მეტიც, ლორენმა თქვა, რომ მისთვის ინტიმური ურთიერთობა არავის დაუძალებია, ეს საკუთარი სურვილით გააკეთა, რადგან პრინცი მოსწონდა. თუმცა, გოგონა გულახდილად აღიარებს, რომ ეს პროსტიტუციაა.

წლების შემდეგ ჯეფრი ჰარამხანას ბიუჯეტის გაფლანგვაში დაადანაშაულეს. საქმე უზარმაზარ თანხას ეხებოდა, ამიტომ, პრინცს მოუწია, აუქციონზე გაეტანა თავისი ქონება და ბიზნესი. ეს იყო ძალიან დიდი სკანდალი და მთელმა მსოფლიომ შეიტყო. გოგონამაც ამის შემდეგ გაბედა წიგნის დაწერა და გამოქვეყნება.

mshoblebi

დღეს ჯილიანი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ის ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის ბას-გიტარისტზეა დაქორწინებული, ეთიოპიელი ბავშვი შვილად აიყვანა და ქმართან ერთად ზრდის.

შენონ მარკეტიკის ისტორია

mshoblebi ბრუნეის სულთნის ჰასანალ ბოლკიახისა და მისი ძმის ჯეფრი ბოლკიახის ჰარამხანაში, როგორც ამბობენ, 700 ქალი ცხოვრობს. ბევრ მათგანს სულთანი არასდროს უნახავს. გოგონების მთავარი მოვალეობა მის თვალწინ ცეკვა და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაა. ეს იყო საქმე, რასაც შენონ მარკეტიკი ჰარამხანაში აკეთებდა. მას "მის-ამერიკის" ტიტული ჰქონდა. გოგონას თქმით, ტიტულის მიღებიდან მალევე ერთ-ერთი სააგენტოდან სამსახურის შეთავაზება მიიღო. კერძოდ, ბრუნეის ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა უნდა მიეღო, რისთვისაც დღეში 3 ათას დოლარს გადაუხდინენ. მაგრამ, შენონის თქმით, ის მოატყუეს და 3 თვის განმავლობაში სულთნის ჰარამხანაში აღმოჩნდა. ვადის ამოწურვისთანავე, მას 100 ათასი დოლარი და ბრილიანტის ყელსაბამი აჩუქეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებულმა გოგონამ სასამართლოს მიმართა, სადაც თქვა, რომ სასახლეში შუაღამემდე აცეკვებდნენ, სექსუალურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ის არც ერთხელ არ ყოფილა სულთანთან. არც ცუდი მოპყრობა დადასტურდა. საქმე სკანდალური და გახმაურებული იყო, თუმცა ბრუნეის სულთნის გავლენისა და იმუნიტეტის დახმარებით, ამ ამბავზე სასამართლო საერთოდ გაუქმდა.

გოგონების პოვნა მბრძანებლისთვის

თანამედროვე ჰარამხანაში სრულიად განსხვავებული გზა შეიძლება გაიარონ გოგონებმა. არ არის გამორიცხული, რომ ქალი ტყუილის მსხვერპლი გახდეს და მისი შრომა მონობას უტოლდებოდეს. მაგალითად, საშინელი ამბები ვრცელდება ბენ ბელის ჰარამხანის შესახებ. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მეკობრეთა გუნდი ჰყავს და ამით ძალიან ბევრ ფულს შოულობს. ამბობენ, რომ მამაკაცს სასიამოვნო, ევროპული გარეგნობა აქვს, მაგრამ, გოგონებს იტაცებს და საკუთარ მონებად აქცევს.

გავრცელებული ინფორმაციით, მის ჰარამხანაში მალაიზიიდან გატაცებული 700-დან 900 ქალამდეა. ყველა მათგანი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ აღმოჩნდა ჰარამხანაში და პასპორტიც ჩამოართვეს. იქ არსებული პირობები ძალიან ჰგავს სერიალში "დიდებული საუკუნე" აღწერილ ამბებს. ბევრი ქალი ფუფუნებაში კი არა, ყაზარმის ტიპის შენობაში ცხოვრობს, საშინლად იკვებებიან და ამ ჯოჯოხეთის დატოვება არ შეუძლიათ. მხოლოდ რამდენიმე გოგონა აჰყავთ მფლობელთან, დანარჩენები კი იქ მონებივით არიან. ეს მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციაა და ფაქტის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს.

mshoblebi

ჰარამხანაში მოხვედრის სხვა გზაც არსებობს. ბევრი შეძლებული აღმოსავლელი მამაკაცი უფრო ცივილურ მეთოდებს ირჩევს. გოგონების მოსაძებნად სპეციალურად დაქირავებულ ადამიანებს, რომლებსაც მაშატეს ეძახიან, უშვებენ. ისინი ირჩევენ ქალებს როგორც მუსლიმანური სამყაროდან, ასევე ევროპიდან და ამერიკიდან. ამ შემთხვევაში, ყველაფერი შეთანხმების საფუძველია და ეძებენ ისეთ გოგონებს, რომლებიც კარგი ოჯახებიდან არიან. არჩევის სხვა მეთოდიც არსებობს. პროფესიონალი "მაჭანკლები" ქალებს კლუბებში, რესტორნებში, სილამაზის კონსურსებში და სოციალურ ქსელებში ათვალიერებენ და შემდეგ სთავაზობენ მსგავს საქმეს. მათი ამოცანაა გოგონების ჰარამხანაში ლეგალურად მიყვანა და მაცდური პირობების შეთავაზება.

მას შემდეგ, რაც ქალს გარეგნული მონაცემების მიხედვით შეარჩევენ და პირობებზე თავადაც თანახმა იქნება, სამედიცინო შემოწმებას უტარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელია. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ყველაფერი გაწერილია - რამდენ ხანს მოუწევს ჰარამხანაში ყოფნა, რამდენჯერ შეიძლება შეხვდეს დამქირავებელ მამაკაცს, გაწერილია საჩუქრებისა და ფულადი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციაც. ეს არის დროებითი ხელშეკრულება, რომლის დამთავრების შემდეგ, ქალებს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება შეუძლიათ. თუ გოგონა ძალიან მოეწონება მამაკაცს, ინტიმური ურთიერთობის შემთხვევაში შეიძლება მისმა ანაზღაურებამ 50 ათას დოლარსაც გადააჭარბოს. ხელშეკრულებას ორივე მხარე აწერს ხელს.

გახდე საყვარელი ქალი

ზოგჯერ მსგავსი ტიპის ურთიერთობა სხვანაირ სახეს იღებს და სულ სხვა ისტორია იწერება. მსგავსი ამბავი მოდელმა და დიზაინერმა ჯიჯი დოდმა საკუთარ წიგნში აღწერა. წიგნს ჰქვია: "სიყვარულის ვალუტა: საოცარი მოგზაურობა ბედნიერების, ნდობისა და ჰარმონიისკენ" და მოგვითხრობს ბიზნესმენზე საუდის არაბეთიდან, ადნან ხაშოგზე. დოდი მოდელად მუშაობდა, Vogu-ისა და Marie Claire-ის გადაღებებში მონაწილეობდა. ხშირად ესწრებოდა მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ერთხელ, მონაკოში გამართულ ღონისძიებაზე მასთან გასაცნობად ორჯერ უფროსი მამაკაცი მივიდა. როგორც ავტორი ამბობს, კაცს თავისებური ქარიზმა ჰქონდა და შთაბეჭდილებას ახდენდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. ხაშოგი იმ დროს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა და გოგონა საკუთარ იახტაზე მიიწვია. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურმა მის შესახებ ყველაფერი გამოიკვლია.

mshoblebi

"კოცნაც კი არ უცდია, ამიტომ ჩემი ნდობა დაიმსახურა", - წერს ყოფილი მოდელი. საუდის არაბეთის კანონის თანახმად, კაცს შეიძლება 3 მუდმივი და 11 დროებითი ცოლი ჰყავდეს. ადნანმა მას ცოლობა სთხოვა. ქალიც მოიხიბლა პირობებითა და უზრუნველი ცხოვრებით და ასე მოხვდა ჰარამხანაში. მისი იქ ცხოვრება განსხვავებული იყო. მოდელს შესაძლებლობა ჰქონდა, სწავლა და მუშაობა გაეგრძელებინა. ამერიკაშიც ხშირად ჩასულიყო. დროთა განმავლობაში, ადნანს მის მიმართ გრძნობები გაუცივდა.

mshoblebi

"შიშმა შემიპყრო, რომ ცუდად მომექცეოდა და წასვლა გადავწყვიტე. ამის შესახებ კონტრაქტში არაფერი იყო ნათქვამი, მაგრამ მშვიდად დავშორდით. მეტიც, ერთი წელი ვურეკავდით კიდეც ერთმანეთს", - წერს ყოფილი მოდელი საკუთარ წიგნში.

დაშორების შემდეგ ქალმა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი გამოუშვა და საკმაოდ პოპულარული დიზაინერი გახდა. წიგნით კი ყველა გოგონასთვის უნდოდა ეთქვა, რომ ისინი არასდროს იქნებოდნენ ერთადერთი ქალები მსგავს ურთიერთობაში და დროთა განმავლობაში, ყველა დაკარგავდა პრივილეგიას. ამიტომ, როდესაც მსგავს გადაწყვეტილებას იღებენ, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ.