კრიპტორქიზმი ვაჟებში ხშირი დაავადებაა და წარმოადგენს ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის არ არსებობას სათესლე პარკში.
კრიპტორქიზმის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე, მისი გავრცელებაზე, მკურნალობის მეთოდებზე, დროული ქირურგიული ჩარევის აუცილებლობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე კლინიკა „Mმედი22-ის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბავშვთა ქირურგი ბესიკ ასანიძე გვესაუბრება.
ემბრიონული განვითარების პერიოდში სათესლე ჯირკვლები ნაყოფის მუცლის ღრუში ვითარდება და შემდგომ, საზარდულის არხის გავლით, ჩადის სათესლე პარკში.
მხოლოდ ორსულობის მე-7 თვის ბოლოს სათესლე ჯირკვლები აღწევენ საზარდულის არხის შიგნითა რგოლს. შემდგომ სათესლე ჯირკვალი გადის საზარდულის არხს და ეშვება სათესლე პარკში. ამ პროცესში მონაწილეობს მიმმართავი ჭიმის კუმშვითი აქტივობა, მუცლის კუნთების დაჭიმვა, მუცლისშიგა წნევის მომატება.
კრიპტორქიზმის განვითარების მექანიკური მიზეზებიდან ხშირია საზარდულის ვიწრო არხი, სათესლე არხთან შემაერთებელი არხის არარსებობა, მოკლე სათესლე ბაგირაკი, შეხორცებები საზარდულის არხის შიდა ხვრელის არეში და სხვა. აღნიშნული ცვლილებები შეიძლება იყოს, როგორც ორსულობის პერიოდში გადატანილი დაავადების, ასევე ჰორმონული დარღვევების შედეგი.
პათოლოგიის სტატისტიკის ასეთი სხვაობა ასაკობრივ ჯგუფებში განპირობებულია იმით, რომ ახალშობილებში ეს პრობლემა შემთხვევათა უმრავლესობაში დამოუკიდებლად გვარდება.
კრიპტორქიზმი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი (შემთხვევათა 25%). არჩევენ პალპირებად და არაპალპირებად (ხელით გასინჯვად და არაგასინჯვად ფორმებს) სათესლე ჯირკვლებს. პალპირებადი სათესლე ჯირკვლები შესაძლოა იყოს ჭეშმარიტად ჩამოუსვლელი და ექტოპიური (მდებარეობს სათესლე პარკის მიღმა). არაპალპირებადი-ინტრააბდომინალური და საზარდულის არეში ლოკალიზაციისას, სათესლე ჯირკვლის არარსებობისას და ექტოპიური სათესლის ზოგიერთი ფორმისას.
რას ნიშნავს მოძრავი სათესლე ჯირკვლები და როგორია მისი მკურნალობა?
ამ შემთხვევაში სათესლე ჯირკვლის ნორმალური ჩამოსვლა დასრულებულია, თუმცა მათი სუპრასკროტალური (სათესლე პარკს ზემოთ) მდებარეობის გამო ვლინდება ჰიპერაქტიური კრემასტერული რეფლექსი. ეს მდგომარეობა საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრიპტორქიზმის დროს შესაძლებელია ისეთი გართულება, როგორიცაა სათესლის ჩაჭედვა და შემოგრეხვა. ეს მდგომარეობა ვლინდება ძლიერი, უეცარი ტკივილით, შეშუპებით და მოითხოვს დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას.
კონსერვატიული თერაპია მიმართულია ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ენდოკრინული დარღვევების კორექციაზე, ამ დარღვევების არსებობის შემთხვევაში.
ოპერაციული მკურნალობის მეთოდი სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოტანაში და ფიქსაციაში მდგომარეობს.
კრიპტორქიზმის კლინიკური მართვა დამოკიდებულია სათესლე ჯირკვლის ლოკალიზაციასა და ბავშვის ასაკზე.
ახალშობილებში შემთხვევათა 70%-ში, სათესლე ჯიკვლები ბუნებრივად ჩამოვა სათესლე პარკში ბავშვის სიცოცხლის პირველ 6 თვეში. ამ შემთხვევაში საჭიროა ქირურგის მეთვალყურეობა.
შემთხვევათა უმრავლესობაში ექტოპიური სათესლე ჯირკვლის სპონტანური ჩამოსვლა შეუძლებელია და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
თუ აღინიშნება მოძრავი სათესლე ჯირკვალი, ქირურგიული ჩარევა უნდა განხორციელდეს იდენტიფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში.
ოპერაციული მკურნალობის არსი სათესლე ჯირკვლის შეფასებაში, სათესლე პარკში ჩამოტანასა და ფიქსაციაში მდგომარეობს.
ამიტომ ვაჟების მშობლებს მართებთ დიდი ყურადღება, რათა დროულად აღმოაჩინონ პრობლემა და მიმართონ სპეციალისტს. გვახსოვდეს, რომ ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლის დროული მკურნალობა ამცირებს სათესლე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკს და ახდენს სათესლე ჯირკვლის ჩაჭედვის და შემოგრეხვის პრევენციას.