"ჩემი მეგობარი წლები ეძებდა დედას... მერე გავიცანი ნატანჯი ქალი, რომელსაც ბავშვი გაუშვილეს..." - როგორ აღმოჩნდა დაკარგული დედა-შვილი ერთ მოძღვართან - მშობლები

"ჩემი მეგობარი წლები ეძებდა დედას... მერე გავიცანი ნატანჯი ქალი, რომელსაც ბავშვი გაუშვილეს..." - როგორ აღმოჩნდა დაკარგული დედა-შვილი ერთ მოძღვართან

2021-04-26 10:29:11+04:00

სოციალურ ქსელში ჯგუფში ვეძებ მამა ნექტარიოს მჭედლიძემ გაავრცელა ამბავი, თუ როგორ იპოვა დედა-შვილმა ერთმანეთი:

"ერისკაცობიდან ვიცნობდი ადამიანს, რომელიც სულ ეძებდა დედას, მაგრამ კვალს ვერასდროს მიაგნო. ბევრჯერ ვანუგეშე, ჩემო ძმაო, ღმერთს თუ ნებავს, აუცილებლად შეგახვედრებს დედას. უბრალოდ თხოვე დედა ღვთისმშობელს, ის დედაა და მეტად დაგეხმარება...

ასე გავიდა 10 წელი. შემდეგ გავხდი მღვდელი. სოციალურ ქსელში გავიცანი ერთი ნატანჯი ქართველი დედა, მისი ტკივილი მისი გოდება სულ ცრემლებს მგვრიდა. არაქორწინებაში მყოფმა გააჩინა შვილი. ოჯახმა ბავშვი გაუშვილა (ახლა მისი მშობლები გარდაცვლილები არიან). ამ ქალბატონმა დაიწყო ძებნა შვილის. ბევრი ეძება, ძალიან ბევრი. ბოლოს უთხრეს, რომ ის ბავშვი გარდაიცვალა. მე ვხედავდი იმ ნატანჯი დედის ტკივილს, მათი თხოვნით არ ვასახელებ სახელებს და გვარს... ღმერთის გზა შეუცნობელია... ჩემი მეგობარი დედას ეძებდა და მისი დედა ჩემამდე მოვიდა. ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ეძებდნენ, ჩემი სულიერი შვილები ყოფილან.

მადლობა ღმერთს. ითხოვეთ და მოგეცემათ. საიდან სად როგორ იპოვა. ემოციურად ძნელია წერით გადმოგცეთ ახლა ის სიხარული, რაც გავიგე და დადასტურდა, რომ დედა-შვილი არიან.

არ დაკარგოთ იმედი ღმერთი აუცილებლად გაპოვნინებთ".