34 წლის ინდოელი იამინას ქალიშვილი ახლა 6 თვისაა. ახალბედა დედა მიეჩვია, რომ ის და მისი შვილი სულ იპყრობენ ყურადღებას. ამბობს, რომ ქუჩაში უცნობებიც კი უახლოვდებიან და ინტერესდებიან გოგონათი.

საქმე ის არის, რომ პატარა ნიტის ისეთი დიდური გარეგნობა აქვს, ხშირი და გრძელი თმით, რომ ექიმებიც კი გააოცა.
"როცა მკერდზე დამიწვინეს და შევხედე, მეტყველების უნარი დავკარგე. ბებიაქალებმაც მითხრეს, რომ ასეთი გრძელთმიანი ახალშობილი ჯერ არ ენახათ", - იხსენებს იამინა.


ახლა ნიტი 5 თვისაა და უკვე მხრებამდე აქვს თმა. დედა გოგონას თმას უკრავს, რომ თვალებში არ ჩამოეყაროს. "დღეში 30-40 წუთს ვანდომებ მის ვარცხნილობას", - ამბობს იამინა.

თავად პატარა რაპუნცელს თმა დისკომფორტს არ უქმნის და ყურადღების ცენტრში ყოფნაც უყვარს.