ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. კავსაძე 85 წლის იყო. მან კორონავირუსი გადაიტანა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, კვლავ კლინიკაში მოათავსეს.
კვირების განმავლობაში ის საავადმყოფოში მკურნალობდა.