პატარა ნაბიჯების ხელოვნება უფალო, არ გთხოვ სასწაულებს და მირაჟებს, გთხოვ, ყოველი დღის ძალას. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.
გამხადე დაკვირვებული და მიხვედრილი, რათა ყოველდღიურობის სიჭრელეში დროზე შევჩერდე ჩემს ამაღელვებელ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე.
მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად გამოყენება. მაჩუქე ალღო, რათა შევძლო პირველხარისხოვანის გარჩევა მეორეხარისხოვანისგან.
გთხოვ, თავშეკავებისა და ზომის ძალას, რათა არ ვიფარფატო ცხოვრებაზე, არ ვისრიალო,რათა გონივრულად დავგეგმო დღის მდინარება, რათა დავინახო მწვერვალები და შორეთები და ზოგჯერ მაინც ვიპოვო ხელოვნებით ტკბობის დრო.
დამეხმარე, გავიგო, რომ ვერ დამეხმარება ვერც წარსულზე და ვერც მომავალზე ოცნებები.
დამეხმარე, ვიყო აქ და ეხლა და რომ აღვიქვა ეს წუთი, როგორც უმთავრესი.
დამიცავი იმ გულუბრყვილო რწმენისაგან, რომლის თანახმადაც ცხოვრებაში ყველაფერი იოლად და უპრობლემოდ უნდა იყოს.
გამაგებინე, რომ სირთულეები, დამარცხებები, დაცემები და წარუმატებლობები არის ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი და მეტი არაფერი. ჩვენ მათი მეშვეობით ვიზრდებით და ვმწიფდებით.
გამახსენე ხოლმე, რომ გული ხშირად ეკამათება გონებას. საჭირო დროს გამომიგზავნე ის, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა ჩემთვის სიყვარულით სიმართლის სათქმელად.
მე ვიცი რომ ბევრი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება და თუ კი არაფერს გავაკეთებ, მაშ,მასწავლე მოთმინება.
შენ იცი, თუ როგორ გვჭირდება მეგობრობა. დაე, ვიყო ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და ნაზი საჩუქრის ღირსი.
მომეცი მდიდარი ფანტაზია იმისთვის, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას უსიტყვოდ ან სიტყვით მივცე ვინმეს აუცილებელი სითბო.
მაქციე სულ "ქვევით" მყოფთათვის გაგებინების უნარის მქონე ადამიანად.
დამიცავი ცხოვრებაში რაღაცის ხელიდან გაშვების შიშისგან. მომეცი არა ის რაც მე მინდა ჩემთვის,არამედ ის რაც მართლაც აუცილებელია.
მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.