"არ გაცივდე, გენაცვალე, მოვალ ახლავე" - ნიკა მელიას შვილთან შეხვედრის ემოციური კადრები - მშობლები

"არ გაცივდე, გენაცვალე, მოვალ ახლავე" - ნიკა მელიას შვილთან შეხვედრის ემოციური კადრები

2021-05-10 17:34:40+04:00

“მთავარი არხის“ ეთერში, პირდაპირი ჩართვის დროს, კამერამ ნიკა მელიასა და მისი 6 წლის ვაჟის შეხვედრის ემოციური კადრები დააფიქსირა. ნიკა მელია ჟურნალისტების წინაშე კომენტარს აკეთებდა, როცა მისი შვილი სადარბაზოდან გამოიქცა და მამას ჩაეხუტა.

ბიჭუნა მამასთან შესახვედრად ოთხფეხა მეგობართან ერთად გამოვიდა. ნიკასთვის შვილის გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა. ცოტა ხნით მიკროფონს მოშორდა და შვილს ჩაეხუტა."არ გაცივდე, გენაცვალე, მოვალ ახლავე" - უთხრა შვილს და კვლავ ჟურნალისტებს მიუბრუნდა.

altნიკა მელიას პირადი ცხოვრება - გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა

alt"უკვე 6 წლის... გა­ეღ­ვი­ძა, ვერ იძი­ნებს. ეი­ფო­რი­ით ხსნის სა­ჩუქ­რებს..." - ნიკა მელია შვილის ვიდეოს აქვეყნებს