ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს - მშობლები

ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს

2021-05-13 05:29:19+04:00

რამ­დე­ნი­მე დღეა მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი.

ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც იქა­ურ ჯარ­ში მსა­ხუ­რო­ბენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნია 20 წლის სალი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი. მის შე­სა­ხებ დღეს თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი მე­დია წერს, რად­გან ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში იბ­რძვის.

ყვე­ლა­ფე­რი კი სამი წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც ერთ ზა­ფხულს გო­გო­ნამ ის­რა­ე­ლის მი­წა­ზე დად­გა ფეხი. მა­შინ, ერთ-ერთ მი­ლი­ტა­რი­ტულ ბლოგ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"თა­ვი­დან მო­სი­ა­რუ­ლე ჯა­რის­კაც გო­გო­ნებს რომ ვხე­დავ­დი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე მხო­ლოდ ვი­დე­ო­ებ­ში თუ ფო­ტო­ებ­ში მი­ნა­ხავს, მიკ­ვირ­და, ცოტა უჩ­ვე­უ­ლო იყო და თან სა­ოც­რად მომ­წონ­და, თვა­ლიც მი­ეჩ­ვია და ნელ-ნელა უფრო და უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლე­ბი ხდე­ბოდ­ნენ ჩემ­თვის ისი­ნი. ვერ ვი­ტყვი უდი­დე­სი სურ­ვი­ლი მაქვს ჯარ­ში წას­ვლის თქო, ისიც იმი­ტომ რომ ჯერ კი­დევ ვერ აღ­ვიქ­ვამ ის­რა­ელს სა­კუ­თარ სახ­ლად, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ფი­ზი­კუ­რად, მო­რა­ლუ­რად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლია ჯარი…

არა­ბულ სამ­ყა­რო­ში ჩა­ჭეჭყი­ლი ის­რა­ე­ლი გა­ნად­გურ­დე­ბო­და, რომ არა ასე­თი კარ­გი შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, დი­ა­დი პატ­რი­ო­ტიზ­მი ქვეყ­ნი­სად­მი, რაც ავალ­დე­ბუ­ლებს მათ იმ­სა­ხუ­რონ ჯარ­ში გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, კა­ნის ფე­რი­სა, ქო­ნებ­რი­ვი და წო­დებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა თუ ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა. ის­რა­ე­ლის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ევა­ლე­ბა ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი და დიახ, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას ვა­ფა­სებ, რომ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს ისი­ნი გა­მო­ხა­ტა­ვენ საქ­მი­თა და სი­ტყვე­ბით ერ­თდრო­უ­ლად, არ ცდი­ლო­ბენ ჯარს თავი აა­რი­დონ, პი­რი­ქით, იბ­რძვი­ან მალე წა­ვიდ­ნენ, სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯე­ტი 9 მლრ დო­ლარს შე­ად­გენს" - წერ­და 2017 წელს სალი.

განაგრძეთ კითხვა