საზოგადოებრივი მოძრაობა - "ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე, "ალექსანდრეს ბაღში" მხარდამჭერებს შეხვდა და თავის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.
ვასაძემ სიტყვით გამოსვლა მადლობით დაიწყო და საზოგადოებას ოჯახი გააცნო - ის სცენაზე მეუღლესთან და 8 შვილთან ერთად ავიდა.
"აქ მე მოვედი ჩემს მეუღლესთან და ჩემს რვა შვილთან ერთად. აქ ბრძანდება ჩემი მეუღლე, ქალბატონი ნინო დურგლიშილი, ჩემი უფროსი ვაჟი, შიო ირაკლი ვასაძე, იკა, რომელმაც ისწავლა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უცხოეთში და დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობს აქ და თამაშობს რაგბს. გიორგი, ჩემი მეორე ვაჟი, რომელიც ბავშვობიდან გატაცებული იყო მანქანათმშენებლობით და უნდა, რომ გამოვიდეს ინჟინერი, უცხოეთში სწავლობდა და ამჟამად საქართველოში სწავლობს მათემატიკას და საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ასევე არის მორაგბე, ჩემი უფროსი ქალიშვილი, თამარი, რომელიც წელს ამთავრებს და გადაწყვიტა, რომ არქიტექტურა შეისწავლოს და აბარებს წელს საქართველოში, გატაცებულია ქართული ცეკვით და ცეკვავს სუხიშვილებში. განაგრძეთ კითხვა