8 წლის ბავშვი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა: "ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - მშობლები

8 წლის ბავშვი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა: "ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..."

2021-05-17 16:17:59+04:00

თბი­ლი­სის მკვიდ­რი, ელი­სო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი სა­ჯა­რო "ფეს­ბუქ-ჯგუფ­ში", სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჯგუ­ფი" და­შა­ვე­ბუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბავს აღ­წერს. რო­გორც ელი­სო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი ყვე­ბა, მისი 8 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა, მი­ზე­ზი კი ლუ­ქახ­დი­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭა შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო. და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის დედა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ას და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს მი­მარ­თავს, ვი­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა ევა­ლე­ბა.

"სა­სოწრაკ­ვე­თი­ლი კი არა, არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას. ღმერ­თმა და­მი­ფა­რა, თო­რემ წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, ახლა რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი. მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ, რაც გა­და­ვი­ტა­ნე, ში­ში­სა­გან ახ­ლაც ვკან­კა­ლებ.

მე და ჩემ­მა შვილ­მა ჩვე­ნი პა­წა­წუ­ნა ცუ­გე­ბი ჩა­ვიყ­ვა­ნეთ სა­სე­ირ­ნოდ, მე­კა­ვა თო­კით ცუ­გე­ბი და მინ­დვ­რის­კენ გა­ი­ქც­ნენ და შევ­ბრუნ­დი, სა­დღაც 4-5 მეტ­რით წინ წა­ვი­და ჩემი 8 წლის გო­გო­ნა და წა­მი­ე­რი ყვი­რი­ლი გა­ვი­გო­ნე და არ ჩან­და ბავ­შვი. წა­მებ­ში გა­ვუშ­ვი ცუ­გე­ბის თოკს ხელი, მივ­ვარ­დი ჭას, ახ­დი­ლი ქონ­და თავი და იქვე გავ­ქვავ­დი, მოვ­კვდი, ათას­მა ფიქ­რმა გა­მი­ა­რა თავ­ში.

რო­გორ ჩა­ე­კი­და სიღ­რმე­ში ბავ­შვი და რას, ახ­ლაც ვერ ვხვდე­ბი ძლივს ამო­ვიყ­ვა­ნე. ახ­ლაც თვა­ლებ­ში მაქვს 7-8 მეტ­რის სიღ­რმე­ზე სიბ­ნე­ლე და წყლის ჩხრი­ა­ლი თუ რო­გო­რი დი­ნე­ბით მი­დი­ო­და. ღმერ­თს მად­ლო­ბა, რომ ბავ­შვი მო­ე­კი­და რა­ღა­ცას. არ ვიცი, ახ­ლაც ვერ ვიხ­სე­ნებ, თუ რა და რო­გორ მოხ­და წა­მებ­ში, მხო­ლოდ ჩუმი ყვი­რი­ლი და ის ბნე­ლი სიღ­რმე და წყლის ხმა ჩა­მეს­მის.

იხილეთ გაგრძელება