კანადის შემდეგ 12-15 წლის ასაკის ბავშვების "ფაიზერით“ აცრას ბრიტანეთი და გერმანია აპირებს - მშობლები

კანადის შემდეგ 12-15 წლის ასაკის ბავშვების "ფაიზერით“ აცრას ბრიტანეთი და გერმანია აპირებს

2021-06-06 09:34:11+04:00

გაერთიანებულ სამეფოში "ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცეს

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ორ­გა­ნომ "ფა­ი­ზერ/ბი­ონ­ტე­ქის“ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის 12-დან 15 წლამ­დე ბავ­შვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, მათ ვაქ­ცი­ნის მო­ზარ­დებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის მკაც­რი მი­მო­ხილ­ვა ჩა­ა­ტა­რეს.

BBC-ი წერს, რომ მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის მიერ დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ის ერ­თობ­ლივ­მა კო­მი­ტეტ­მა (JCVI) მთავ­რო­ბას უნდა გა­უ­წი­ოს რე­კო­მენ­და­ცია იმის შე­სა­ხებ, უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს თუ არა ვაქ­ცი­ნა­ცია აღ­ნიშ­ნულ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, "ფა­ი­ზერ/ბი­ონ­ტე­ქის“ ვაქ­ცი­ნის 12-15 წლის ასა­კის ბავ­შვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ამ­ტკი­ცა. ამ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე და­ი­წყეს აშშ-სა და კა­ნა­და­ში. გერ­მა­ნი­ამ კი გა­ნა­ცხა­და, რომ 12 წლის ასა­კი­დან ბავ­შვე­ბის აც­რას 7 ივ­ნი­სი­დან გეგ­მავს.