39 წლის მიხეილ კაპერსკისა და 31 წლის თეონა გოგოლაურის წყვილს უდიდესი ბედნიერება ხვდა წილად, ისინი 4 შვილის მშობლები ერთდროულად გახდნენ. ახალციხეში მცხოვრებ ცოლ-ქმარს 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი შეეძინათ. პატარებს სახელად დავითი, დანიელი, მაქსიმე და მართა დაარქვეს. სასიხარულო ამბის გახმაურების შემდეგ, გადავწყვიტეთ, თუ შესაძლებელი იქნებოდა, თავად მშობლებს გაეზიარებინათ ჩვენთვის, 4 პატარას დაბადებით გამოწვეული ემოცია და მიხეილ კაპერსკის დავუკავშირდით, რომელიც kvirispalitra.ge-ს ინტერვიუზე სიამოვნებით დასთანხმდა.
სავარაუდოდ, ჩემი გენი აღმოჩნდა დომინანტი, რადგან ტყუპი მამიდაშვილები მყავს. თავიდან ექოზე ბიჭები გამოჩდნენ, ალბათ იმიტომ, რომ მეტნი იყვნენ. ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა. ბავშვები 7-თვიანები დაიბადნენ, 9 თვემდე არ გასტანა ორსულობამ, ამიტომ ცოტა ხანს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ჩემი ცოლი ამ სიხარულის ფონზე იმაზე დარდობს, უფრო მეტი ხანი რომ ვერ შეძლო ბავშვების მუცელში გაზრდა. ახლა იმას ველოდებით, მალე გამოწერონ დედა და პატარები სახლში. განაგრძეთ კითხვა