"ამ გოგოდან - იმ გოგომდე, 3 წელი გავიდა..." - მარიამ სირბილაძე - მშობლები

"ამ გოგოდან - იმ გოგომდე, 3 წელი გავიდა..." - მარიამ სირბილაძე

2021-06-19 12:27:15+04:00

მარიამ სირბილაძე, რომელიც საზოგადოებამ კიბოსთან მისი მედგარი ბრძოლით გაიცნო, ამჟამად იტალიაშია და კიდევ ერთხელ უზიარებს ადამიანებს 3 წლის წინანდელ ფოტოს. მარიამი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ხშირად წერს ამის შესახებ, რომ იმედი და ბრძოლის სტიმული მისცეს მათ, ვინც ახლა ებრძვის სიმსივნეს.

"ამ გოგოდან - იმ გოგომდე, 3 წელი გავიდა.

ძალიან მაგარი გოგო ხარ, მარო. ყველაზე მაგარი გოგო, ვისაც ვიცნობ.

კიბო, განაჩენი არ არის! ნუ შეგეშინდებათ".