გარდაბნის მუნიციპალიტში, თბოელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურ ტბაში ორი მოზარდი დაიხრჩო. 15 და 17 წლამდე ასაკის ბიჭები ტბაში საბანაოდ თანატოლებთან ერთად ჩავიდნენ, თუმცა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. საძიებო სამუშაოები ტბაში რამდენიმე საათი გაგრძელდა. მაშველებმა ორივე მოზარდის ცხედრები ორსაათიანი ძებნის შემდეგ ტბაში ნახეს. განაგრძეთ კითხვა.