სამეგრელოში 8 წლის გოგონა რამდენჯერემ გააუაპატიურეს - ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა - მშობლები

სამეგრელოში 8 წლის გოგონა რამდენჯერემ გააუაპატიურეს - ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა

2021-06-25 12:17:00+04:00

სა­მეგ­რე­ლო­ში 8 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ მამა-შვილს მო­სახ­ლე­ო­ბამ სახ­ლი და­უწ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ კად­რებს "რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს.

"კუ­რი­ე­რის" ცნო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მხრი­დან უმ­კაც­რეს რე­ა­გი­რე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლს პო­ლი­ცია უკვე მე­ო­რე დღეა იცავს, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ად­გილბ­რი­ვებ­მა სა­ცხოვ­რე­ბელს ცე­ცხლი მა­ინც მო­უ­კი­დეს.

ცნო­ბის­თვის, მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით მამა-შვი­ლი და­ა­კა­ვეს. მო­ზარ­დის მე­ზობ­ლე­ბის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გო­გო­ნა მე­ზობ­ლე­ბი არი­ან.

მა­თი­ვე ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, მამა-შვი­ლი ბავ­შვს მოკ­ვლის მუ­ქა­რით აი­ძუ­ლებ­და, ფაქ­ტი სა­ი­დუმ­ლოდ შე­ე­ნა­ხა.

რო­გორც მე­ზო­ბე­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, ბავ­შვმა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მშობ­ლებს მას შემ­დეგ უამ­ბო, რაც ძლი­ერ­მა ტკი­ვი­ლებ­მა შე­ა­წუ­ხა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად მოყ­ვა.

"ამბობენ, რომ ექვსი წლიდან ჩადიონდნენ ამას, ბავშვი ახლა 8 წლისაა. მამა შემჩნეული იყო ძალადობაზე რძალზე, შვილი ქურდობაზე... იმ ოჯახში ჭამდნენ და სვამდნენ" - აცხადებს მეზობელი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლი­დან 2021 წლის 21 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ბ.გ და ზ.გ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კის გამო მისი უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, 8 წლის გო­გო­ნა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2018 წლის 21 იან­ვარს ზ.გ-მ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კის გამო უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ძა­ლა­დო­ბით 9 წლის გო­გო­ნას მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა.

ბ.გ და ზ.გ და­ზა­რა­ლე­ბულ არას­რულ­წლოვ­ნებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუ ისი­ნი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ვინ­მეს მო­უყ­ვე­ბოდ­ნენ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა 2021 წლის 23 ივ­ნისს მი­ი­ღო და ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა იმა­ვე დღეს და­ი­წყო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.გ და ზ.გ 23 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ ( გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ბ.გ.-ს ორი ეპი­ზო­დი, ზ.გ.-ს სამი ეპი­ზო­დი), ხოლო ზ.გ-ს ასე­ვე ბრალ­დე­ბა 138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან) წა­რედ­გი­ნა. ორი­ვე პი­რის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თხუთ­მე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მისერ გავრცელებულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

altროგორ სჯიან პედოფილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

altროგორ ამოვიცნოთ შესაძლო პედოფილი - პედოფილის ფსიქოლოგიური პორტრეტი