"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი... გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, დამ­ტო­ვა 4 შვი­ლით" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი - მშობლები

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი... გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, დამ­ტო­ვა 4 შვი­ლით" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

2021-06-27 08:13:58+04:00

სა­მეგ­რე­ლო­ში, 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რობს:

"გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, დამ­ტო­ვა 4 შვი­ლით. ისე­თი ოჯა­ხე­ბი და­მა­კარ­გვი­ნა... ყვე­ლას პა­ტივს ვცემ­დი. ყვე­ლას დიდ ბო­დიშს ვუხ­დი, რომ მა­ნი­ა­კებ­თან ვცხოვ­რობ­დი 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და მე ეს ფაქ­ტი გა­ვი­გე 23-ში.

ახ­ლო­ბელ­მა და­მი­რე­კა, ამას და ამას აბ­რა­ლე­ბე­ნო, მე არ და­ვი­ჯე­რე, მაგ­რამ ვთქვი სახ­ლშიც - თუ შენ და­გა­ტყდა ეს, ადე­ქი და თავი მო­ი­კა­ლი-მეთ­ქი, ერ­თსაც და მე­ო­რე­საც (ვუ­თხა­რი). უარ­ყვეს, გა­ვი­და 20 წუთი და მო­ვი­და პო­ლი­ცია და და­ა­კა­ვეს“, - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლი.

ცნო­ბის­თვის, 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მამა-შვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ლე­ვან ნუ­ცუ­ბი­ძემ მი­ი­ღო. პრო­ცე­სი სე­ნა­კის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში დღეს გა­ი­მარ­თა და ის მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ხუ­რუ­ლი იყო. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ ( გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ბ.გ.-ს ორი ეპი­ზო­დი, ზ.გ.-ს სამი ეპი­ზო­დი), ხოლო ზ.გ-ს ასე­ვე ბრალ­დე­ბა 138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან.

სა­მეგ­რე­ლოს პო­ლი­ცი­ამ, მარ­ტვილ­ში, 2 დღის წინ მამა-შვი­ლი, 65 და 35 წლის მა­მა­კა­ცე­ბი და­ა­კა­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სახ­ლი დაწ­ვა. იხილეთ ვიდეო