"სექსუალური განათლება ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველა მშობელმა იცოდეს, სად იმალება საშიშროება და ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ" - მშობლები

"სექსუალური განათლება ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველა მშობელმა იცოდეს, სად იმალება საშიშროება და ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ"

2021-06-27 12:37:17+04:00

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 8 წლის ბავშვზე ძალადობის გახმაურებულ ფაქტს, რომელმაც საზოგადოება შეძრა:

"პედოფილიის შემთხვევების უმეტესობა ახლო წრეში, ნაცნობ გარემოში ხდება, რადგან მცირეწლოვანი ბავშვი იშვიათად ხვდება სრულიად უცხო გარემოში. სექსუალური განათლება ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველა მშობელმა იცოდეს, სად იმალება საშიშროება და მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო და ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ. პედოფილი, რომელიც სასტიკ ძალადობას ჩადის, ყოველთვის რჩება საზოგადოებისთვის საშიშ პირად, ამიტომ უნდა ისჯებოდეს სამუდამო პატიმრობით. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია, იმისათვის, რომ შეძლონ ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. მოძალადის შვილებსაც ესაჭიროებათ ფსიქორეაბილიტაცია, იმავე მიზნით, რომ შეძლონ ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელება".

alt"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი... გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, დამ­ტო­ვა 4 შვი­ლით" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი