"წინასწარ ვიღებდით სკეტჩებს, რომ მაყურებელს არაფერი ეგრძნო" - რას ამბობს ვახო ბიჭიკაშვილი ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - მშობლები

"წინასწარ ვიღებდით სკეტჩებს, რომ მაყურებელს არაფერი ეგრძნო" - რას ამბობს ვახო ბიჭიკაშვილი ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

2021-06-30 06:22:26+04:00

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობს, ლაშა გა­ბუ­ნი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ ტექსტს, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფოდ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს.

დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია, რაც ლა­შას ეს პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა. არა­ერ­თი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, თურ­ქეთ­შიც გა­კეთ­და ოპე­რა­ცია, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მაგ­რამ ეს ფაქ­ტობ­რი­ვად უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. პრობ­ლე­მა აქვს კი­დევ, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში უნდა მოგ­ვარ­დეს.

- ლაშა ეკ­რა­ნი­დან არც გამ­ქრა­ლა, რო­გორ ახერ­ხებ­და მუ­შა­ო­ბას?

- ისეთ მო­მენ­ტში და­ი­წყო მისი ვარ­კვლა­ვუ­რი აღ­მას­ვლა, როცა ბევ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ვი­ცო­დით, რომ ლაშა ხში­რად ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და მოს­ვლას. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ატა­რებ­და დიდ დროს, წი­ნას­წარ ვი­ღებ­დით სკეტ­ჩებს და თვე­ებ­ზე ვა­ნა­წი­ლებ­დით, რომ მა­ყუ­რე­ბელს ეს არ ეგ­რძნო. ლა­შას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა.

ლაშა გა­ბუ­ნი­ას შე­სა­ხებ პოს­ტი სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვის­მაც გა­ავ­რცე­ლა.

მათი ცნო­ბით, გა­ბუ­ნია რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, რა­მაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია. განაგრძეთ კითხვა