გაინტერესებთ, როგორ შექმნათ სტილი ბავშვისთვის, რომ ის არა მარტო პრაქტიკული, არამედ მოდურიც იყოს? ამ სტატიაში, საბავშვო მოდის აქტუალურ ტენდენციებზე გესაუბრებით.
საჭიროდ და მოდურად ჩაცმის უნარის განვითარება ბავშვებში, ადრეული ასაკიდანვე ჯობს. პატარებისთვის ძალიან ბევრნაირი სტილის ტანსაცმლის კოლექციები არსებობს, როგორც ჩვეულებრივი ბრენდების, ასევე მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისაც. თითქმის ყველა მოდის სახლი მუშაობს საბავშვო ხაზზეც და თუ მშობლები თვალს ადევნებენ ბავშვთა მოდის ტენდენციებს, მაშინ პატარებიც ისწავლიან გემოვნებით ჩაცმას.

როგორ ძირითად ტენდენციებს გვთავაზობენ დიზაინერები? ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტრენდი - ერთნაირი ლუქებია, მშობლების და მათი შვილებისთვის. მაგალითად, ტანსაცმლის კომპლექტი დედისა და ქალიშვილისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მისაღები და ეფექტურია. მსგავსი ლუქის შექმნა საკმაოდ მარტივია. შეიძლება ერთნაირი ქვედაბოლო, ან კაბა მკერავთან შეაკერინოთ, ან ერთნაირად დაპრინტული მაისურები ონლაინ, სტამბა პრინტარეას საიტზე შეუკვეთოთ. სტამბა პრინტარეას მაისურები ევროპული, ეკომეგობრული, მაღალი ხარისხისაა. 100% ბამბისაა და დიდხანს ინარჩუნებს ფერს.

ფერი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემადგენელი კომპონენტია მოდურ გარდერობში. 2021 წელს, ყველაზე აქტუალური ფერები საბავშვო მოდაში არის ატმისფერი, ნაცრისფერი, მენთოლისფერი, ლურჯი, ყვითელი, წითელი და მწვანე.

ზაფხულის სეზონის აქტუალური პრინტი საბავშვო ტანსაცმელში არის ფლორის თემატიკა, ცხოველების და ფრინველების გამოსახულებები და ანიმაცია. მულტფილმის პერსონაჟები საბავშვო მოდის ერთ-ერთი კლასიკაა, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან. მოდური იმიჯის შესაქმნელად, შეუხამეთ ერთმანეთს ხასხასა ფერის მაისური, მულტფილმის პერსონაჟით, ჯინსის შორტს, ქვედა ბოლოს, ან შარვალს.
ძალიან ტრენდულია ასევე ყვავილების პრინტიანი მაისური და სადა ფერის ქვედაკაბა. მთავარია, დაიცვათ მოდური წესი - ლუქში უნდა იყოს მხოლოდ ერთი მკაფიო ფერი პრინტით. მაგალითად, შარვალი, მაისური, პერანგი, ან ქვედაკაბა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გადატვირთავთ.

წელს აქტუალურია ნაჭრები მეტალის ეფექტით. ასეთი მატერიისგან შეკერილი ტანსაცმელი იდეალურია მოდური საბავშვო სტილის შესაქმნელად. მაგალითად, კაბაში ოქროსფერი მბზინავი ნაჭრისგან, ნებისმიერი გოგო თავს პრინცესად იგრძნობს. მაისური ნაცრისფერი მეტალიკის ფერებში აუცილებლად მოეწონებათ ბიჭუნებს.
ძველებურად, აქტუალურია ისეთი ქსოვილი, როგორიცაა ტრიკოტაჟი - ის ნატურალური, პრაქტიკული და კომფორტულია.

წელს, ასევე მოდაშია ანიმეს თემატიკა. ანიმეს ნახატებიანი ტანსაცმელი ძალიან მოდურია ზაფხულის სეზონზეც.
გახსოვდეთ, რომ ბავშვების ტანსაცმელს არ უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი ან კუთხოვანი დეკორატიული ელემენტები. მაგალითად, დიდი მეტალის ნაწილები და სტრაზები. მოდური სტილის შესაქმნელად აუცილებლად გამოიყენეთ ლამაზი თავსაბურავი, პატარა ჩანთა, ქამარი. არ დაივიწყოთ ზომიერების შეგრძნება.
ბიჭის ტანსაცმლის მოდურ ტენდენციაში შეიძლება გამოიყუს ორი სტილი: სპორტული და კლასიკური. კლასიკურ სტილში ტრენდულია შარვალი და ჟილეტი. სპორტული სტილის შესაქმნელად, ყურადღება მიაქციეთ შარვლებს ჯიბეებით, ელვა-შესაკრავებით, ასევე მაისურებს.