მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ლელა წურწუმიას გადაცემაში გულახდილად ისაუბრა პირად პრობლემებსა და განცდებზე. მათ შორის შეწყვეტილ ორსულობაზეც, რაც ძალიამ მძიმედ გადაიტანა.
"ჩემს ქორწილში ორსულად ვიყავი, სამ თვეზე მეტის და ეს ბავშვი დავკარგე. მაშინ მედიცინაც არ იყო ამ დონეზე, ვერ ხვდებოდნენ, რა მდგომარეობაში იყო ნაყოფი. ძალიან მხარში დამიდგა გიორგი. იმდენად მტკივნეული თემა იყო ეს ჩემთვის, რომ დედაჩემთანაც არ მილაპარაკია ამაზე. არ ვიმჩნევდი, ვამბობდი, ცხოვრება გრძელდება კიდევ გავხდები დედა, მაგრამ გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, მოგეშალა მუცელი? - არ მინდა გითხრა, მაგრამ ჩემს ახლობელს მოეშალა და აღარ გაუჩნდა ბავშვი.
დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდე-მეთქი, თან ისედაც გარკვეული პერიოდი არ შეიძლებოდა ორსულობა. არ ვიმჩნევდით, მაგრამ დაძაბული იყო მთელი ოჯახი, ისევ საზოგადოების გამო... ამ ამბიდან შვიდი-რვა თვის შემდეგ მე და გიორგი თურქეთში წავედით დასასვენებლად და მოვხვდით წმინდა მარიამის საფლავზე. ამბობდნენ, რომ იქ მიდიოდნენ უშვილოები, ავადმყოფები და იქიდან წამოსულებს ყველას უხდებოდათ სურვილი. ძალიან ვთხოვე, ღმერთო გეხვეწები ამისრულე ეს სურვილი და თუ შვილი გამიჩნდება, მარიამს დავარქმევ-მეთქი. ჩამოსვლიდან ზუსტად ათ დღეში ორსულად ვიყავი. მინდა ყველას ვუთხრა, აუცილებლად გჯეროდეთ, მთავარია რწმენა. ძალიან ბევრი გოგო ვიცი, ვერ ორსულდება ფსიქოლოგიური წნეხის გამო და ყველას ვუყვები ჩემ ისტორიას" - ამბობს ნინო ჩხეიძე.