"გად­მო­ვატ­რი­ა­ლე ჩემი შვი­ლი და გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი იყო... ღამე რომ მო­ვი­და, რამ­დე­ნი მე­ფე­რა... გრძნობ­და..." - ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი პირველად დედამ იპოვა - მშობლები

"გად­მო­ვატ­რი­ა­ლე ჩემი შვი­ლი და გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი იყო... ღამე რომ მო­ვი­და, რამ­დე­ნი მე­ფე­რა... გრძნობ­და..." - ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი პირველად დედამ იპოვა

2021-07-11 10:37:56+04:00

"ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­კუ­თარ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი დღეს დი­ლით დე­დამ იპო­ვა.

"გამ­თე­ნია იყო, რომ ვი­ფიქ­რე და­ვა­ფა­რებ-მეთ­ქი, გა­უ­ცივ­და ფეხი. ძაღ­ლი ეწვა გვერ­დით, არც და­უწკმუ­ტუ­ნია... გად­მო­ვატ­რი­ა­ლე ჩემი შვი­ლი და ჩემი შვი­ლი გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი იყო... ღამე რომ მო­ვი­და რამ­დე­ნი მე­ფე­რა... გრძნობ­და... აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი იყო, ფრჩხი­ლი არ ას­ტკი­ე­ბია და რა უქ­ნეს?!" - გა­ნა­ცხა­და დე­დამ "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

"ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, ცოტა ხნის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.

გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ახ­ლობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, დე­დას არ სურ­და, რომ ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ეყ­ვა­ნათ.

მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ით გარ­და­იც­ვა­ლა.

„ჩვენ უბ­რა­ლოდ არ გვინ­დო­და, რომ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ დე­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო. დე­დას არ უნ­დო­და. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დია, რომ თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ით არის გარ­დაც­ვლი­ლი იმი­ტომ, რომ ჩვენ ვნა­ხეთ რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა. დაწ­ვა, და­ი­ძი­ნა და ვე­ღარ გა­იღ­ვი­ძა - აქ, სხვა მი­ზე­ზი შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ახ­ლო­ბელ­მა.

განაგრძეთ კითხვა