"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დღეს დილით დედამ იპოვა.
"გამთენია იყო, რომ ვიფიქრე დავაფარებ-მეთქი, გაუცივდა ფეხი. ძაღლი ეწვა გვერდით, არც დაუწკმუტუნია... გადმოვატრიალე ჩემი შვილი და ჩემი შვილი გალურჯებული იყო... ღამე რომ მოვიდა რამდენი მეფერა... გრძნობდა... აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ფრჩხილი არ ასტკიებია და რა უქნეს?!" - განაცხადა დედამ "ტვ პირველთან" საუბრისას.
"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ცოტა ხნის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
გარდაცვლილი ოპერატორის ახლობლის განცხადებით, დედას არ სურდა, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაეყვანათ.
მისივე თქმით, ისინი ვარაუდობენ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.
„ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა, რომ ექსპერტიზაზე გადაესვენებინათ დედის წინააღმდეგობის გამო. დედას არ უნდოდა. ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით არის გარდაცვლილი იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ როგორ გარდაიცვალა. დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა - აქ, სხვა მიზეზი შეუძლებელია“, - განაცხადა ახლობელმა.
განაგრძეთ კითხვა