უზარმაზარი მოსახლეობის ქვეყანაში ბავშვი დაბადებიდანვე მზად უნდა იყოს კონკურენციისათვის. მშობლები მათ უნერგავენ, რომ უნდა იყვნენ არა მხოლოდ წარმატებულები, არამედ აუცილებლად პირველები. ამიტომაც, ევროპელების აზრით, ჩინელი ბავშვები ძალიან მკაცრად იზრდებიან.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩინეთში ბავშვების შობადობა შეიზღუდა. ოჯახს უფლება ჰქონდა, მხოლოდ ერთი შვილი გაეჩინა. ახლა ეს რიცხვი ორამდე გაიზარდა. თუმცა, უძველესი წყაროები ამბობს, რომ ადამიანებმა აღზრდაში მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადონ. მშობლები ბავშვებისგან ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლობისა და შრომისმოყვარეობის უნარს მოითხოვენ.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ქვეყანაში მშობლებს ისე უყვართ შვილები, როგორც სხვაგან. თუმცა, აქვთ გარკვეული საზღვრები და წესები, რომლითაც თვლიან, რომ ბავშვებს წარმატებულ მომავალს შეუქმნიან. ამიტომ, გადაჭარბებულ მოფერებას და ბევრ თბილ სიტყვას ვერ მოისმენთ. ბავშვებს 6 თვის ასაკიდან ასწავლიან გადაყენებას. სამი წლის ასაკში დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ ჩაცმა, ჭამა და ტუალეტში წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო საბავშვო ბაღებში არ მიიღებენ, კერძო ბაღში ბავშვის ტარება ან ძიძის აყვანა კი საკმაოდ ძვირია. ხშირად ევროპელი მშობლები ამბობენ, რომ აზიელ ბავშვებს ბავშვობას ართმევენ, რადგან მათ არ შეუძლიათ დროის ფუჭად დაკარგვა და "უაზროდ" თამაში.
ბავშვებს წლი-ნახევრის ასაკიდან ასწავლიან: კითხვას, წერას, ხატვას, ინსტრუმენტებზე დაკვრასა და უცხოურ ენებს.
ოთხი წლის ასაკიდან უკვე მრავალი იეროგლიფი იციან და სრულყოფილ სწავლას იწყებენ. ქალებს მშობიარობის შემდეგ შვებულებაში მხოლოდ სამი-ოთხი თვის გატარება შეუძლიათ. გარდა სოფლებისა, იქ დედის რძით ბავშვის გამოკვება მიღებული არ არის. თუ ბებია და ბაბუა ვერ ეხმარება აღზრდაში, მაშინ 3 თვიდან შეუძლიათ, სპეციალურ საბავშვო დაწესებულებაში ატარონ, სადაც აღზრდის პრინციპებს სრულიად იზიარებენ.
ჩინელი ბავშვების ერთი დღე ასეთია: 5 საათზე უნდა გაიღვიძონ, რომ გაკვეთილების მომზადება მოასწრონ. სწავლა 8 საათზე იწყება და საღამოს 7 საათზე მთავრდება. ამის შემდეგ სხვადასხვა წრეზე მიდიან და სახლში ღამის 10 საათზე უწევთ მისვლა. ბავშვები ამას არ აპროტესტებენ, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ სხვანაირადაც შეიძლება იყოს. ასე აღზარდეს მათი მშობლები, ბებია-ბაბუა და ასე იზრდებიან მათი თანაკლასელები.
ის, რასაც ევროპელი ადამიანი შეიძლება სისასტიკედ მიიჩნევდეს, აზიელი ბავშვებისა და მშობლებისათვის ნორმაა.
მშობლების უმრავლესობა ბავშვების მომავალ პროფესიას საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევს. შვილების აზრი ნაკლებად აინტერესებთ. ბავშვები ადრიდანვე სწავლობენ უფროსების დახმარებას, პატივისცემას, სოციალურ აქტივობებში ჩართვას. სხვათა შორის, ჩინეთში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ნათესავებს დაავალდებულებს, რამდენჯერ უნდა მოინახულონ საკუთარი ახლობლები.
უფროსების აზრით, ბავშვი პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიოს მოთმინებას, შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობას, თვითგანვითარებას, პატივისცემას, ლიდერობას.