ჩინელი ბავშვების აღზრდის მეთოდები, რომლებიც შესაძლოა ჩვენ ძალიან უცნაურად მოგვეჩვენოს - მშობლები

ჩინელი ბავშვების აღზრდის მეთოდები, რომლებიც შესაძლოა ჩვენ ძალიან უცნაურად მოგვეჩვენოს

2021-07-14 05:40:15+04:00

უზარმაზარი მოსახლეობის ქვეყანაში ბავშვი დაბადებიდანვე მზად უნდა იყოს კონკურენციისათვის. მშობლები მათ უნერგავენ, რომ უნდა იყვნენ არა მხოლოდ წარმატებულები, არამედ აუცილებლად პირველები. ამიტომაც, ევროპელების აზრით, ჩინელი ბავშვები ძალიან მკაცრად იზრდებიან.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩინეთში ბავშვების შობადობა შეიზღუდა. ოჯახს უფლება ჰქონდა, მხოლოდ ერთი შვილი გაეჩინა. ახლა ეს რიცხვი ორამდე გაიზარდა. თუმცა, უძველესი წყაროები ამბობს, რომ ადამიანებმა აღზრდაში მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადონ. მშობლები ბავშვებისგან ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლობისა და შრომისმოყვარეობის უნარს მოითხოვენ.

დაბადების შემდეგ

mshoblebi ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ქვეყანაში მშობლებს ისე უყვართ შვილები, როგორც სხვაგან. თუმცა, აქვთ გარკვეული საზღვრები და წესები, რომლითაც თვლიან, რომ ბავშვებს წარმატებულ მომავალს შეუქმნიან. ამიტომ, გადაჭარბებულ მოფერებას და ბევრ თბილ სიტყვას ვერ მოისმენთ. ბავშვებს 6 თვის ასაკიდან ასწავლიან გადაყენებას. სამი წლის ასაკში დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ ჩაცმა, ჭამა და ტუალეტში წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო საბავშვო ბაღებში არ მიიღებენ, კერძო ბაღში ბავშვის ტარება ან ძიძის აყვანა კი საკმაოდ ძვირია. ხშირად ევროპელი მშობლები ამბობენ, რომ აზიელ ბავშვებს ბავშვობას ართმევენ, რადგან მათ არ შეუძლიათ დროის ფუჭად დაკარგვა და "უაზროდ" თამაში.

ბავშვებს წლი-ნახევრის ასაკიდან ასწავლიან: კითხვას, წერას, ხატვას, ინსტრუმენტებზე დაკვრასა და უცხოურ ენებს.

ოთხი წლის ასაკიდან უკვე მრავალი იეროგლიფი იციან და სრულყოფილ სწავლას იწყებენ. ქალებს მშობიარობის შემდეგ შვებულებაში მხოლოდ სამი-ოთხი თვის გატარება შეუძლიათ. გარდა სოფლებისა, იქ დედის რძით ბავშვის გამოკვება მიღებული არ არის. თუ ბებია და ბაბუა ვერ ეხმარება აღზრდაში, მაშინ 3 თვიდან შეუძლიათ, სპეციალურ საბავშვო დაწესებულებაში ატარონ, სადაც აღზრდის პრინციპებს სრულიად იზიარებენ.

სკოლის წლები

იმისათვის, რომ ბავშვი წახალისდეს, აუცილებლად რაღაცას უნდა მიაღწიოს. ასევე, წარჩინებული სწავლა არანაირი პრიორიტეტი არ არის მშობელთა თვალში, რადგან ითვლება, რომ ეს ისედაც ასე უნდა იყოს. თუმცა, შემეცნებით ოლიმპიადებში გამარჯვება მიღწევად ითვლება. ჩინეთში შეფასების 100-ბალიანი სისტემაა, თუმცა, მარტივად რომ ვთქვათ, სამზე ან ოთხზე სწავლა სირცხვილად ითვლება. სკოლის პერიოდში მოზარდები თანატოლებთან არ დადიან და არ ერთობიან, რადგან დავალებები უნდა მოამზადონ ან კიდევ სახლის საქმეებში დაეხმარონ უფროსებს. სკოლის განრიგი სამუშაო დღეების ანალოგიურია. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა მუსიკალურ განათლებასა და სპორტს, ამიტომ ბავშვები შესაბამის წრეებზე დაჰყავთ. თავისუფალი დროის ფუჭად დაკარგვის უფლებას არავინ მისცემთ, პრინციპში, ჩინეთში "თავისუფალი დროის" განსაზღვრება საერთოდ არ არსებობს.

ჩინელი ბავშვების ერთი დღე ასეთია: 5 საათზე უნდა გაიღვიძონ, რომ გაკვეთილების მომზადება მოასწრონ. სწავლა 8 საათზე იწყება და საღამოს 7 საათზე მთავრდება. ამის შემდეგ სხვადასხვა წრეზე მიდიან და სახლში ღამის 10 საათზე უწევთ მისვლა. ბავშვები ამას არ აპროტესტებენ, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ სხვანაირადაც შეიძლება იყოს. ასე აღზარდეს მათი მშობლები, ბებია-ბაბუა და ასე იზრდებიან მათი თანაკლასელები.

ის, რასაც ევროპელი ადამიანი შეიძლება სისასტიკედ მიიჩნევდეს, აზიელი ბავშვებისა და მშობლებისათვის ნორმაა.

mshoblebi

პატივისცემა და უფროსებისადმი სრული მორჩილება

ბავშვები ემორჩილებიან მშობლებს მაშინაც კი, როდესაც სასჯელი მკაცრია. ტირილი და წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება, სისუსტედ ითვლება.

მშობლების უმრავლესობა ბავშვების მომავალ პროფესიას საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევს. შვილების აზრი ნაკლებად აინტერესებთ. ბავშვები ადრიდანვე სწავლობენ უფროსების დახმარებას, პატივისცემას, სოციალურ აქტივობებში ჩართვას. სხვათა შორის, ჩინეთში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ნათესავებს დაავალდებულებს, რამდენჯერ უნდა მოინახულონ საკუთარი ახლობლები.

უფროსების აზრით, ბავშვი პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიოს მოთმინებას, შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობას, თვითგანვითარებას, პატივისცემას, ლიდერობას.

mshoblebi

ისტორია

აღზრდის ტრადიცია დიდი კონფუციდან მოდის. მთავარი იდეა ოჯახის კულტია, სადაც ახლობლების ინტერესები პირად ინტერესებზე მაღლა დგას. ბავშვებს ზრდიან პრინციპით: "მოექეცი სხვას ისე, როგორც შენს გსურს, რომ მოგექცნენ." კარგად აღზრდილი ადამიანის მთავარ თვისებებად კონფუცი თვლიდა: გულწრფელობას, საღ აზრს, ტრადიციებისადმი ერთგულებას, სამართლიანობას, კაცთმოყვარეობას.