რომელ ოჯახებს დაეხმარება სახელმწიფო ბინების ყიდვაში - მინისტრი დეტალებს განმარტავს - მშობლები

რომელ ოჯახებს დაეხმარება სახელმწიფო ბინების ყიდვაში - მინისტრი დეტალებს განმარტავს

2021-08-02 13:20:39+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ან ახალ­შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის­თვის იპო­თე­კუ­რი სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბა 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა.

რო­გორც თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სეს­ხის ოდე­ნო­ბა 200 000 ლარი იქ­ნე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­შე­ძე­ნი­ლი შვი­ლის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის­თვის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა სეს­ხის პრო­ცენ­ტის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბა, ხოლო მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის - 2/3.

„პროგ­რა­მა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქცა ძა­ლი­ან მძლავრ ბერ­კე­ტად მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის. მას ემა­ტე­ბა კი­დევ ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი. პირ­ვე­ლი ქვეპ­როგ­რა­მა არის სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­დე­ბა თი­თო­ე­ულ ოჯახ­ზე, რო­მელ­საც 1-ელი სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ ეყო­ლე­ბა ახალ­შო­ბი­ლი და ყო­ლის მო­მენ­ტი­დან 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია მი­მარ­თოს ბანკს, აი­ღოს იპო­თე­კუ­რი სეს­ხი და შე­ი­ძი­ნოს ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. 200 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის სეს­ხი იქ­ნე­ბა თა­ნა­სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი. იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, ვი­საც შე­ე­ძი­ნე­ბა შვი­ლი, თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი - თუ 12%-ში აი­ღე­ბენ სესხს, 6% იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი. თუ სა­უ­ბა­რია მე­სა­მე, მე­ო­თხე და ყო­ველ მომ­დევ­ნო შვილ­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი, და­ახ­ლო­ე­ბით 8% და ეს ოჯა­ხი 4%-ში აი­ღებს იპო­თე­კურ სესხს იმის­თვის, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. ჩვენ ამ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­ექ­ცე­ვა ამ პროგ­რა­მის მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, არის ის ოჯა­ხე­ბი, ვი­საც 3 ან მეტი შვი­ლი ჰყავთ. მა­თაც ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­ეძ­ლე­ბათ ისარ­გებ­ლონ ამ პროგ­რა­მით, ახა­ლი წევ­რის შე­ძე­ნის გა­რე­შეც. ვი­საც ჰყავს 3 ან მეტი შვი­ლი, 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან შე­უძ­ლია შემ­დე­გი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თოს სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. აქაც ჩვენ 2/3-ს სა­ბან­კო პრო­ცენ­ტის და­ვუ­სუბ­სი­დი­რებთ, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 4%-იანი სეს­ხი იქ­ნე­ბა.

ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს პროგ­რა­მა შე­უ­წყობს ხელს ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და თი­თო­ე­ულ ასეთ ოჯახ­ში ახალ­მოვ­ლე­ნი­ლი წევ­რი იქ­ნე­ბა არამ­ხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლის, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლი სი­კე­თე­ე­ბის მომ­ტა­ნიც“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.