პაატა იმნაძის ფეხმძიმე ქალიშვილი "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა: "ჩემს ოჯახში ერთადერთი აუცრელი წევრი იყო" - მშობლები

პაატა იმნაძის ფეხმძიმე ქალიშვილი "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა: "ჩემს ოჯახში ერთადერთი აუცრელი წევრი იყო"

2021-08-05 08:46:36+04:00

იმ დროს, როცა ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით თავს იკავებს ვაქცინაციისგან, ცნობილი ეპიდემიოლოგის, პაატა იმნაძის ფეხმძიმე ქალიშვილი, ლიზი იმნაძე "ფაიზერით" აიცრა. პროცესს თავად პაატა იმნაძე აკვირდებოდა. მისი თქმით, ორსულთა აცრა "ფაიზერის" ვაქცინით დაშვებულია და ამისთვის დამატებითი გამოკვლევები საჭირო არ არის.

„ძალიან მინდოდა აცრა. სამწუხაროდ, ამაზე კარგი საშუალება დაავადებისგან დასაცავად, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. ყველას ვურჩევ, აიცრას და მათ შორის ორსულებს, რომლებიც საზღვარგარეთ უფრო დიდი ხანია, რაც იცრებიან“ - განაცხადა ლიზი იმნაძემ.

„ჩემს ოჯახში ერთადერთი აუცრელი წევრი იყო დარჩენილი, ჩემი ქალიშვილი, რომელიც ფეხმძიმედაა. ელოდებოდა ვაქცინას, რომელიც დაშვებულია ორსულებზე. ეს გახლავთ ფაიზერი. არავითარი წინასწარი გამოკვლევები და მომზადება არ სჭირდება. საკმარისია ის დრო, რასაც აცრის შემდეგ დაყოვნების ოთახში გაატარებს“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

altპაატა იმნაძე: "მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩემს შვილებს კიდევ უფრო დავუახლოვდი"

alt"ორი თვის განმავლობაში, ორი პატარის ბაბუა გავხდი" - პაატა იმნაძე შვილიშვილებზე