"ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის - იყოს" - პაატა იმნაძე - მშობლები

"ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის - იყოს" - პაატა იმნაძე

2021-08-05 13:52:20+04:00

"ჩემი პი­რა­დი რე­კო­მენ­და­ცია არის, რომ აც­რი­ლე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბი არ იყოს, აუც­რე­ლე­ბის­თვის იყოს - როცა რა­ი­მე გა­და­წყდე­ბა მო­გახ­სე­ნებთ", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი დღეს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს.

"თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის თით­ქმის 100% „დელ­ტა შტა­მია“, მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 80%-მდე. გარ­და ამი­სა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გვაქვს „დელ­ტა +“-ის 10-მდე შემ­თხვე­ვა.

აცრა, სას­წრა­ფოდ აცრა ყვე­ლას! ჩემი პი­რა­დი რე­კო­მენ­და­ცია არის, რომ აც­რი­ლე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბი არ იყოს, აუც­რე­ლე­ბის­თვის იყოს. როცა რა­ი­მე გა­და­წყდე­ბა მო­გახ­სე­ნებთ. ვის რა არ უნდა, ჩანს IRI-ს გა­მო­კი­თხვა­ში. გა­მო­კი­თხვა­ში ნათ­ქვა­მია, ვის რა მო­თხოვ­ნა აქვს იგი­ვე აც­რებ­ზე. ჩვენ დრო არ გვაქვს მო­ყო­ლე­ბუ­ლი ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია. ჩემი კო­ლე­გე­ბი ახლა მუ­შა­ო­ბენ ზღვრის ზღვარ­ზე ყველ­გან და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც აი, ასე მუ­შა­ო­ბენ - და­ვუ­ფა­სოთ, გა­ვი­კე­თოთ პირ­ბა­დე და ავიც­რათ, რომ ჩემი კო­ლე­გე­ბი ნაკ­ლე­ბად იყ­ვნენ სტრე­სის ქვეშ“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მე­ბი ყველ­გან არის, თუმ­ცა ბავ­შვთა კლი­ნი­კე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლი არ არის.

„ყველ­გან არის პრობ­ლე­მე­ბი ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შვთა არ­სად არ არის გა­დავ­სე­ბუ­ლი, დი­დე­ბის კი ბა­ტო­ნო, გა­დავ­სე­ბუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.