ცნობილი ჟურნალისტი ლაურა ჯუღელია ძმებს თაღლითობაში ადანაშაულებს - "ისინი ქურდები არიან" - მშობლები

ცნობილი ჟურნალისტი ლაურა ჯუღელია ძმებს თაღლითობაში ადანაშაულებს - "ისინი ქურდები არიან"

2021-08-06 09:18:26+04:00

რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ბლოგერი, პორტალ Peopletalk-ის დამაარსებელი, ტელეწამყვანი ლაურა ჯუღელია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, სოციალურ ქსელში მწვავე განცხადებით გამოვიდა. მან თავისი ძმები თაღლითობაში დაადანაშაულა.

"მაშ ასე, მეგობრები, განსაკუთრებით, ვისაც პირადად ვიცნობთ. ამ ფოტოებზე ჩემი ძმები არიან - უფრო სწორად, ვისაც აქამდე მივიჩნევდი ძმებად... ამ ადამიანმე სასამართლოში გვიჩივლეს მე და ჩემს ქმარს და ცდილობენ წაგვართვან სახლი, რომელშიც მე და ჩემი ოჯახი 20 წელია ვცხოვრობთ. ისინი ფულის გამომძალველები არიან, გაყიდეს აფხაზეთში ჩვენი მიწის ნაკვეთი და ფული მიითვისეს. ყველამ იცოდეთ, ისინი ქურდები და თაღლითები არიან... ვეცადეთ, მშვიდობიანი გზით მოგვეგვარებინა ეს საკითხი, მაგრამ მათ არაფერი აღელვებთ. მათ მხოლოდ ფული სჭირდებათ. ამიტომ იყავით ფრთხილად და მათთან საქმე არ დაიჭიროთ", - წერს ლაურა.

mshoblebi

კომენტარებში ბევრმა დაუჭირა მხარი ჟურნალისტს, ზოგმა კი მიიჩნია, რომ შინაური ამბების ასე გასაჯაროება არ არის ლამაზი. "ადამიანები მხოლოდ ერთ მხარეს ხედავენ, არადა, სხვა მხარეც არსებობს, რომელშიც შეიძლება სულ სხვაგვარადაა საქმე! ეს საშინელებაა - გამოიტანო ყველაფერი საჯარო განხილვისა და ხალხის გართობისთვის", - წერს ერთი გამომწერი.

ცნობისათვის, ლაურა ჯუღელია აფხაზეთშია დაბადებული, სოხუმში, 1985 წელს. მამამისმა, ანზორ ჯუღელიამ, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში ტურისტულ სექტორს კურირებდა, ომის დროს დატოვა აფხაზეთი და მოსკოვში დასახლდა ცოლ-შვილთან ერთად. რუსეთში გზების მშენებლობაში ჩაება და საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენად იქცა. წლებია, ცოლსა და შვილებს ეხმარება ბიზნესის წარმოებაში.

mshoblebi

ლაურას რამდენიმე წარმატებული პროექტი აქვს, ელიტურ გოგონადაც ითვლება რუსეთში, უკვე ბევრი წელია. 2014 წელს იქორწინა ფინანსისტ მიხაილ იურჩუკზე და ორი შვილიც ჰყავს.

mshoblebi

წყარო